დღემდე ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ტიტების სამშობლო ჰოლანდიაა, თუმცა სინამდვილეში ამ ყვავილის ისტორია სათავეს აზიური ველებიდან იღებს. პირველად მცენარის ამ სახეობის მოყვანა კომერციული მოგების მიზნით სწორედ ოსმანეთის იმპერიაში დაიწყეს. თანამედროვე მსოფლიოში ტიტები მართლაც ნიდერლანდების შუაგულთან ასოცირდება, მაგრამ თურქეთში ამ მცენარის ისტორიის პატივსაცემად ყველაზე შესანიშნავი ფესტივალი იმართება ყოველ წელს.

2006 წლიდან მოყოლებული, ყოველ აპრილს სტამბოლის მერია მილიონობით ტიტას რგავს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე პარკებში, გზაჯვარედინების ცენტრში მდებარე წრეებზე და ყველა იმ მინდორზე, რომელიც უბრალოდ ცარიელია ამ პროცესის დროს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ტიტის დარგვის შედეგად თურქული გაზაფხული თვალისმომჭრელ პერიოდად იქცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისათვის.

სტამბულის ფესტივალი

ტიტები აყვავებას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იწყებენ ამინდის მიხედვით. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვავიან და მართლაც ულამაზეს სანახაობას ქმნიან მთელი თვის განმავლობაში. ფესტივალის ოფიციალური პერიოდი პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა დადგენილი, თუმცა ყვავილების გაფურჩქვნის პროცესი შესაძლოა მარტის შუა რიცხვებამდეც კი გაგრძელდეს და ამიტომ მაისშიც შეინარჩუნოს გარემომ მომხიბვლელი იერი.

აპრილში მაისსა და ივნისთან შედარებით უფრო ხშირად წვიმს, თუმცა მთელი გაზაფხულის განმავლობაში სტამბოლის ტემპერატურა იდეალურია ტურისტული ვიზიტისათვის. ტიტა სტამბოლის ტრადიციუ სიმბოლოდაა ქცეული. ის აქ ირანიდან შემოიტანეს საუკუნეების წინ და მას შემდეგ აქტიურად ხდება მისი მოშენება და გამრავლება. აქ ტიტების სიყვარული ტიტების მანიად იქცა. როგორც ისტორიის ფურცლები იუწყება, ოსმალეთის იმპერიაში ტიტების ყველაზე ცნობილი პერიოდის დროს, იშვიათი სახეობის ტიტა ძალიან ძვირადაც კი იყიდებოდა.

ყვავილები

სტამბოლის ტიტების ფესტივალი მხოლოდ ამ ყვავილის წარმოჩენით არ შემოიფარგლება და აქ სხვა ულამაზეს ჯიშებსაც გადააწყდებით. ისინი მრავალფეროვან ფორმებსა და ფერემში ირგვება ქალაქის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ბევრი ყვავილოვანი ხედის ხილვა ქალაქის ძველ ნაწილშია შესაძლებელი. როდესაც თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სწორედ ამიტომ უნდა ესტუმროთ ცნობილ პარკებსა და ყვავილების გასაშენებლად გამოყოფილ სპეციალურ მინდვრებს.

თბილისი სტამბულის სავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 დეკემბერი 202526 იანვარი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 396 -დან
30 იანვარი 20261 თებერვალი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 267 -დან
27 თებერვალი 20261 მარტი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 268 -დან
15 მარტი 202621 მარტი 2026პირდაპირიBBN Airlinesავიაბილეთები 236 -დან
27 აპრილი 202629 აპრილი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 283 -დან
16 მაისი 202620 მაისი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 299 -დან
27 ივნისი 202630 ივნისი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 296 -დან
11 ივლისი 202615 ივლისი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 440 -დან
6 აგვისტო 202615 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 567 -დან
13 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 580 -დან
26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 067 -დან
1 დეკემბერი 20263 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 189 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგაიცანით ფრანკპურტის მფრინავი ტაქსი
შემდეგი სტატიაავიაბილეთები რუსეთის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments