flights to Ukraineირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair უკრაინის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რაინეარი ამზადებს სტრატეგიას, რომელიც საშუალებას მისცემს ფრენები განაახლოს ომის დასრულებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.

მისი თქმით, ფრენების განახლებისთვის აუცილებელია საომარი მოქმედებების ოფიციალური შეწყვეტა, რათა შესრულდეს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნები.

Ryanair გეგმავს, რომ კიევისა და ლვოვის მიმართულებით დაახლოებით 24 მარშრუტი შეასრულოს, რისთვისაც გამოიყენებს ლონდონის სტენსტედისა და პარიზის ორლიის აეროპორტებიდან გადამისამართებულ რეისებს. ოდესაში ფრენების განახლება შესაძლოა უფრო მეტ დროს მოითხოვდეს, რადგან აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის ხერსონის აეროპორტში, მნიშვნელოვანი ნგრევაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 ივნისი 202623 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 492 -დან
ალმაატა18 სექტემბერი 202625 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 114 -დან
ამსტერდამი8 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 732 -დან
ანკარა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 377 -დან
ათენი24 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 535 -დან

 

შეგახსენებთ, რომ Marsh McLennan-ის უფროსმა პარტნიორმა, კრისპინ ელისონმა განაცხადა, რომ უკრაინის აეროპორტები შესაძლოა 2025 წელს გაიხსნას .

ამასთან, უკრაინა აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე და ასევე კონსულტაციებს გადის ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამსახურთან. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტი სწავლობს ფრენების აღდგენის შესაძლებლობას საომარი მდგომარეობის პირობებში უსაფრთხოების დაცვით.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით – AZAL-ის სპეციალური შეთავაზება!
შემდეგი სტატიაWizz Air -ის განსაკუთრებული 15%-იან ფასდაკლება შერჩეულ ფრენებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted