საერთაშორისო კვლევითმა კომპანია OAG-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის ყველაზე დატვირთული საჰაერო მარშრუტების სია. მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საერთაშორისო მარშრუტი გახდა ჰონგ-კონგი-ტაიპეი, რომელიც მოიცავს 6.8 მილიონ ადგილს. მეორე ადგილზეა კაირო-ჯედა (5.5 მილიონი ადგილი), ხოლო მესამეზე სეული–ტოკიო (5.4 მილიონი ადგილი).
გლობალური ტოპ 10-ში უმეტესად წარმოდგენილია შუა და შორეული აღმოსავლეთის, ასევე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მარშრუტები. ევროპისა და ამერიკის სახელით, სიის მეათე ადგილს იკავებს ნიუ-იორკი-ლონდონის მარშრუტი 4 მილიონი ადგილით.
შიდა რეისებს შორის ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა სამხრეთ კორეის ჯეჯუ-სეულის მარშრუტი, რომელიც მოიცავს 14.2 მილიონ ადგილს. მეორე ადგილზეა ჯედა-რიადის შიდა რეისი საუდის არაბეთში (8.7 მილიონი ადგილი), ხოლო მესამეზე ბოგოტა-მედელინი კოლუმბიაში (6.6 მილიონი ადგილი).
აფრიკაში ყველაზე დატვირთული შიდა მარშრუტი იყო კეიპტაუნი-იოჰანესბურგი (5.1 მილიონი ადგილი), ჩრდილოეთ ამერიკაში – ვანკუვერ-ტორონტო (3.5 მილიონი), ევროპაში – ბარსელონა-პალმა დე მაიორკა (2.9 მილიონი ადგილი).
ქუთაისი ბარსელონა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 671 -დან | |
14 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 454 -დან | |
20 თებერვალი 2025 | 25 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 457 -დან | |
13 მარტი 2025 | 27 მარტი 2025 | ავიაბილეთები 459 -დან |
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907