Skytrax -მა გამოაქვეყნა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი – World’s Best Airline Awards 2024. აღსანიშნავია, რომ Skytrax ყოველწლიურად ატარებს დამოუკიდებელ კვლევას, რათა საავიაციო ინდუსტრიის ლიდერები გამოავლინოს.
2024 წელს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა Qatar Airways, რომელიც კატარის რესპუბლიკის ეროვნული ავიაკომპანიაა. რეიტინგში აღინიშნა კომპანიის მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული მაღალი დონის კომფორტი, გამორჩეული სამზარეულო, მაღალი ხარისხის მომსახურება, თანამედროვე ავიაფლოტი და ბორტზე უახლესი გასართობი სისტემები. Qatar Airways ბაზირებულია დოჰაში და დაფრინავს 150-ზე მეტ მიმართულებაზე, მათ შორის თბილისის საერთაშორისო ეროპორტი -ს მიმართულებითაც.
Qatar Airways ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
დოხა | 14 აპრილი 2025 | 24 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 645 -დან |
მეორე ადგილზეა Singapore Airlines, რომელიც ცნობილია მომსახურების უმაღლესი სტანდარტებით. კომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს ჩანგის აეროპორტში, ხოლო მისი მარშრუტების ქსელი მოიცავს 110-ზე მეტ მიმართულებას.
მესამე ადგილი დაიკავა Emirates-მა. კომპანიას აქვს თანამედროვე და კომფორტული თვითმფრინავები და მაღალკვალიფიციური პერსონალი. მისი ჰაბი მდებარეობს დუბაიში, ხოლო მარშრუტები მოიცავს 152 მიმართულებას.
იაპონური ANA All Nippon Airways წელს ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და ახლა მეოთხე ადგილზეა. ავიაკომპანია ემსახურება 82 საერთაშორისო და 118 შიდა მიმართულებას.
ხუთეულს ასრულებს Cathay Pacific ჰონგ კონგიდან, რომელმაც წელს რეიტინგში სამი პოზიციით მოიმატა. კომპანია ემსახურება აზიის, ევროპის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და ავსტრალიის მრავალ მიმართულებას.
TOP-10-ში ასევე მოხვდა Turkish Airlines, რომელიც აღიარებულია ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად.
მაშ ასე, მსოფლიოს საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
TOP-10 საუკეთესო ავიაკომპანიები 2024 წელს:
- Qatar Airways
- Singapore Airlines
- Emirates
- ANA All Nippon Airways
- Cathay Pacific
- Japan Airlines
- Turkish Airlines
- EVA Air
- Air France
- Swiss International Air Lines
TOP-10 დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები:
- AirAsia
- Scoot
- Volotea
- Flynas
- Transavia France
- IndiGo
- Vueling Airlines
- airBaltic
- Iberia Express
- Ryanair
TOP-10 რეგიონალური ავიაკომპანიები:
- Bangkok Airways
- Aegean Airlines
- Azerbaijan Airlines
- Rex Airlines
- Azul Brazilian
- Virgin Australia
- Royal Air Maroc
- Porter Airlines
- Alaska Airlines
- Hong Kong Airlines
TOP-10 საუკეთესო ეკიპაჟი:
- Singapore Airlines
- ANA All Nippon Airways
- Garuda Indonesia
- EVA Air
- Cathay Pacific Airways
- Hainan Airlines
- Japan Airlines
- Thai Airways
- Qatar Airways
- Malaysia Airlines
აღნიშნული რეიტინგები ასახავს საავიაციო ინდუსტრიის ლიდერების მიერ დაწესებულ მაღალ სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრებისთვის კომფორტსა და სანდოობას. Qatar Airways-ის ლიდერობა ხაზს უსვამს მსოფლიო მასშტაბით უნიკალურ მომსახურებას, ხოლო სხვა ავიაკომპანიების ძლიერი პოზიციები მიანიშნებს მათ მუდმივ განვითარებას და მგზავრებისთვის მაღალხარისხიანი გამოცდილების შეთავაზებას. ეს რეიტინგები ასახავს საავიაციო ბაზრის გლობალურ დინამიკასა და კონკურენციის მნიშვნელობას, რაც პირდაპირ აისახება მგზავრების მოგზაურობის ხარისხზე.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907