fbpx
4.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

იაფი ფრენები გუანჯოუში

ავიაბილეთები გუანჯოუს მიმართულებით

თუ აღმოსავლური კულტურების ახლოდან გაცნობა გინდათ, მაშინ იაფი ფრენები გუანჯოუში თქვენთვისაა! გუანჯოუ სამხრეთ ჩინეთის ქალაქია. ისტორიული დროიდან მოყოლებული იგი ჩინეთისთვის გამორჩეული მნიშვნელობისაა. ამაში თავადვე დარწმუნდებით, თუ ქალაქში თუნდაც რამდენიმე დღით ამოყოფთ თავს.

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სწორედ გუანჯოუზე გადიოდა სავაჭრო გზები დასავლეთ ევროპის ქვეყნებამდე. ამან კი ქალაქში მრავალი კულტურული და ტრადიციული თავისებურებების თავმოყრა განაპირობა. გარდა ამისა, ქალაქის ეკონომიკური დაწინაურება სიმდიდრის გარანტი იყო და დღემდე ასეა – გუანჯოუში მდებარეობს ჩინეთის მთავარი პორტი. ქალაქი აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური და ინდუსტრიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ადგილია.

გუანჯოუმდე რამდენიმე საათიანი ფრენით თავს სულ სხვა სამყაროში ამოყოფთ. აქ ყველაფერი საათივით აწყობილია. თანაც, უცხოელებისადმი ადგილობრივები კეთილგანწყობილები და სტუმართმოყვარეები არიან. ტურისტებისთვის გუანჯოუში ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ქალაქში გართობასაც და დასვენებასაც საუცხოოდ შეძლებთ. აქაური მშვიდი უბნები და თვალწარმტაცი უზარმაზარი შენობები ჩინურ თავგადასავალში ჩაგკარგავთ. თუ აღმოსავლური კულტურა გხიბლავთ, იაფი ფრენები გუანჯოუში მარტივად აგისრულებთ სურვილებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა გუანჯოუში?

თბილისიდან გუანჯოუმდე მგზავრობას მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ. თუმცა, რამდენიმე საათიანი გადაჯდომა სამყაროს განსხვავებული ნაწილის სანახავად დაბრკოლებად ვერ იქცევა. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ აარჩიოთ ყველაზე სწრაფი და კომფორტული ფრენები, თქვენი სურვილისა და ბიუჯეტის შესაბამისად.

ყველაზე იაფი ავიაბილეთები გუანჯოუში შეგიძლიათ ნახოთ 649 ლარიდან ზემოთ. თბილისიდან გუანჯოუმდე ფრენებს სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს: China Southern, Qatar Airways, Air China და სხვა. ქვემოთ მოცემულია ავიაბილეთების ცხრილი, რომელსაც შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ და ამოარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებები.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
20 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 832 -დან
14 თებერვალი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 833 -დან
24 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 857 -დან
15 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 863 -დან
18 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 865 -დან
22 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 870 -დან
11 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 897 -დან
19 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 954 -დან
13 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 973 -დან
28 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 008 -დან
16 თებერვალი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 035 -დან
9 თებერვალი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 095 -დან
21 თებერვალი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 1 102 -დან
10 თებერვალი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 112 -დან
8 თებერვალი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 199 -დან
12 თებერვალი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 1 213 -დან
6 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 263 -დან
7 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 328 -დან
5 თებერვალი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 393 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 თებერვალი 202521 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 397 -დან
24 მარტი 202529 მარტი 20251 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 389 -დან
30 აპრილი 20257 მაისი 20251 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 1 307 -დან
1 სექტემბერი 20258 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 1 366 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 თებერვალი 202523 თებერვალი 20252 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 1 476 -დან
18 თებერვალი 202521 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 397 -დან
19 თებერვალი 202528 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 849 -დან
28 თებერვალი 20259 მარტი 20252 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 725 -დან
2 მარტი 20253 მარტი 20251 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 926 -დან
11 მარტი 202518 მარტი 20251 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 420 -დან
15 მარტი 202523 მარტი 20251 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 484 -დან
16 მარტი 202523 მარტი 20252 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 1 418 -დან
18 მარტი 202531 მარტი 20251 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 425 -დან
22 მარტი 202528 მარტი 20251 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 425 -დან
24 მარტი 202529 მარტი 20251 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 389 -დან
25 მარტი 202531 მარტი 20251 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 450 -დან
30 აპრილი 20257 მაისი 20251 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 1 307 -დან
1 სექტემბერი 20258 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 1 366 -დან

აღმოაჩინე გუანჯოუ

სად დავრჩეთ გუანჯოუში?

გუანჯოუ ცნობილია თავისი მრავალფეროვანი სასტუმროებით. ქალაქში დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ამიტომ, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები გუანჯოუში , გადაავლეთ თვალი ტურისტების საყვარელ დასარჩენ ადგილებს. რამდენიმე მათგანი დაბლაა მოცემული.

Hilton Garden Inn Guangzhou Tianhe

თუ კომფორტულად დასვენების მოყვარული ხართ, ეს სასტუმრო აუცილებლად უნდა ნახოთ. თვალს თუ გადაავლებთ მის ფოტოებს, დისტანციურადაც კი შეამჩნევთ აქაურობის დახვეწილობასა და მოწესრიგებულობას. თანაც, სასტუმრო სხვადასხვა სერვისით გამოირჩევა, აქ შეგეძლებათ ფიტნეს ცენტრით სარგებლობაც კი. აღარაფერს ვამბობთ სასტუმროში მოწყობილი რესტორნითა და ბარით, რომლებიც მრავალფეროვან მენიუს შემოგთავაზებენ. თანაც, ნომრის ფასი საუზმის სერვისსაც მოიცავს.

Langham Place Guangzhou

ამ სასტუმროს თვალშისაცემი არქიტექტურული სტილი ბევრს ამბობს მის განსაკუთრებულობაზე. ეს სასტუმრო ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასარჩენი ადგილია გუანჯოუში და სწორედ ამიტომაც იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს კმაყოფილი დამსვენებლებისაგან. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები გუანჯოუში გაეცანით სასტუმროების პირობებს და აირჩიეთ სასურველი მათგანი. მაგალითად, ეს სასტუმრო დაგახვედრებთ მრავალფეროვან გარემოს, სპა ცენტრი იქნება ეს თუ საცურაო აუზი. სასტუმროში 3 სხვადასხვა რესტორანს ნახავთ. ნომრებიდან კი ულამაზესი ხედები იშლება.

DoubleTree by Hilton Guangzhou

ამ სასტუმროს დახვეწილობაზე ჯერ მხოლოდ მისი დიდებული ინტერიერი მეტყველებს. გარდა ულამაზესი გარემოსი, სასტუმროში მაღალი დონის მომსახურება დაგხვდებათ, აქ შეგეძლებათ სპა ცენტრითა თუ საცურაო აუზით სარგებლობა. თანაც, სასტუმროს 4 რესტორანი აქვს. ნომრის ფასი მოიცავს საუზმის მრავალფეროვან მენიუსაც.

Four Points by Sheraton Guangzhou, Baiyun

ეს სასტუმრო გუანჯოუს დასარჩენ ადგილებში ტურისტებისაგან უმაღლესი შეფასებებით ლიდერობს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან აქ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო, რომელიც თქვენი კარგი დასვეენბის გარანტი იქნება. თანაც, სასტუმროს აქვს საცურაო აუზიცა და ფიტნეს ცენტრიც. აქვე ნახავთ 2 რესტორანსაც, სადაც შეგეძლებათ სადილი ან ვახშამი მიირთვათ. საუზმეზე კი თავად სასტუმროს პერსონალი იზრუნებს თქვენთვის, რადგან იგი ნომრის ფასში იგულისხმება.

რა ვნახოთ გუანჯოუში?

მართალია, გუანჯოუ ჩინეთის ბიზნეს-ცენტრია, თუმცა იგი ბევრ ღირსშესანიშნაობასაც შემოგთავაზებთ, იქნება ეს მუზეუმები, საინტერესო შენობები თუ ტაძრები.

კანტონის კოშკი

კანტონის კოშკი გუანჯოუს მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი ტურისტების საყვარელი ადგილია, რადგან კოშკიდან მთელი ქალაქი ხელის გულზე მოჩანს. თუ გეყოფათ ნებისყოფა, რომ ასობით საფეხური აიაროთ, გუანჯოუს პანორამული ხედი თქვენ თვალწინ გადაიშლება.

ნანიუეს მეფის მავზოლეუმის მუზეუმი

გუანჯოუში ვიზიტისას აუცილებლად ეწვიეთ ამ მუზეუმს. აქ შემონახულია 2000 წლის წინანდელი სამარხი ჩინეთის მეფის. სამარხი უძველესი და ყველაზე დიდია.  იგი ასევე შეიცავს საფლავში ჩაყოლებულ ფუფუნების უამრავ საგანს. ეს სამარხი არა მხოლოდ სანახაობრივად, არამედ ისტორიულადაც მნიშვნელოვანი ფენომენია და ბევრს ამბობს ანტიკურ ჩინურ კულტურსა და ადგილობრივების რწმენა-წარმოდგენებზე.

ექვსი ბანიანი ხის ტაძარი

ეს შენობა ათასწლეულებს ითვლის და ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუდისტური ტაძარია. მისი აღმოსავლური არქიტექტურა აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ტაძარს უამრავი ტურისტი სტუმრობს მისი გამორჩეული აგებულების გამო. იგი ჩინეთის კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.

გუანგჯოუს საკათედრო ტაძარი

გუანჯოუში კათოლიკურ ტაძარსაც იპოვით. იგი გოთიკური არქიტექტურული სტილითაა ნაშენები, დიდი ფანჯრებითა და სვეტებით. მას ხშირად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსაც ადარებენ. საკათედრო ტაძრის მონახულებით ბევრს შეიტყობთ ჩინეთის კულტურასა და რელიგიაზე.

რა ვჭამოთ გუანჯოუში?

იაფი ავიაბილეთები გუანჯოუში არა მხოლოდ ისტორიულ ჩინეთში, არამედ კულინარიულ სამყაროშიც გადაგაფრენთ. გუანჯოუში მოგზაურობით გეძლევათ შანსი, აღმოსავლურ კერძებს გაეცნოთ.

კრევეტების დამპლინგი

დამპლინგები ჩინეთის ტრადიციული კერძია. ბრინჯის თხელ ცომში გახვეული ხორცი ნაზ გემოებს ქმნის. ამ კერძს გუანჯოუს ძალიან ბევრ რესტორანში ნახავთ. ტურისტები იმდენად აღატეცებულები არიან დამპლინგებით, რომ ჩინეთში ყოფნისას ყოველდღეც კი მიირთმევენ მას.

გამდნარი კვერცხის ფუნთუშები

სპეციალურად მომზადებული კვერცხი, სხვადასხვა სანელებლებსა და სახამებლებში დამზადებული აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი კერძი ჩინეთში მოგზაურობისას. ამ ცხელი კერძის გასინჯვის შემდეგ, ვერ შეწყვეტთ მის ჭამას გუანჯოუში მოგზაურობის დასრულებამდე.

შემწვარი ტორტი

ბრინჯით მომზადებული ტკბილი ნამცხვარი აუცილებლად მოგეწონებათ, თუ ტკბილეულის დაგემოვნება მოგინდებათ. იგი სპეციალური ტექნიკით მზადდება და ტურისტებს მისი განსხვავებული ჰაეროვანი გემო აღაფრთოვანებთ.

ატრია

ატრია სამხრეთ ჩინეთის ცნობილი კერძია. იგი წარმოადგენს სპაგეტის, ხორცისა და კვერცხის ერთობლიობას. სურვილისამებრ, სხვადასხვა ინგრედიენტებიც ემატება. თუმცა, იცოდეთ, რომ ჩინური ატრია ცხარე სოუსთან ერთად სერვირდება, რაც გემოებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

ინფორმაცია გუანჯოუში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
¥; CNY - ჩინური იუანი
აერპორტის კოდი
CAN
ენა
ჩინური
თაიმზონა
GMT +8
დღიური საშუალო თანხა
300-750 ¥ (40-100 $)

ხშირად დასმული კითხვები გუანჯოუში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები გუანჯოუში და პირველი უდიდესი ნაბიჯი გადადგით აღმოსავლეთში მოგზაურობის დასაწყებად, მაშინ დროა გაეცნოთ ხშირად დასმული კითხვების სექციას. ტურისტების გამოცდილება დაგეხმარებათ, უფრო მომზადებული შეხვდეთ გუანჯოუში მოგზაურობას და მეტი რამ მიიღოთ მხედველობაში ფრენის მოლოდინში.

შემოდგომა და ზამთარი საუკეთესო დროა ქალაქის დასათვალიერებლად. ამ დროს ამინდები ყველაზე ნეიტრალურია და კომფორტულად დასვენების საშუალებას მოგცემთ.

გუანჯოუ ჩინეთის ისტორიული და ეკონომიკური ქალაქია. შესაბამისად, ქალაქი ყველანაირი ტიპის მოგზაურისთვის გამოძებნის საინტერესო მხარეს. აქ შეგეძლებათ როგორც ისტორიული და კულტურული ძეგლების დათვალიერება, ასევე ინდუსტრიულ ცენტრებში გასეირნება და თვალწარმტაცი მოდერნისტული შენობების ნახვა.

თბილისიდან გუანჯოუმდე გაფრენას შეძლებთ გადაჯდომით ავიარეისებით. თუმცა, შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო ავიაბილეთები გადაჯდომის მინიმალური დროით.

Air China ახორციელებს ყველაზე იაფ ფრენებს გუანჯოუში.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა მარტივი და სწრაფი პროცესია. საძიებო ველში ჩაწერთ სასურველ მიმართულებას და საიტი საუკეთესო ფრენებს შემოგთავაზებთ. თუმცა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან სულაც, ოფისში მობრძანდეთ.

არატურისტული სეზონების დროს გაცილებით უფრო იაფად შეძლებთ გუანჯოუში მოგზაურობას. ნაკლებად დატვირთულ სეზონებზე ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც ბევრად იაფია.

გუანჯოუში მოგზაურობა 2-3 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს, რათა მოასწროთ ქალაქის კარგად დათვალიერება.

(FUO) – ფოშან შადის აეროპორტი გუანჯოუს ცეტრთან ყველაზე ახლოს, 19 კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს.

პირველ რიგში, უმჯობესია თუ 1 ან 2 თვით ადრე იყიდით ავიაბილეთებს გამგზავრებამდე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შაბათ-კვირას და დიდი დღესასწაულების დროს ავიაბილეთების ფასი იმატებს. შესაბამისად, ეცადეთ დასვენების დღეებს არ დაამთხვიოთ გუანჯოუში მოგზაურობა.

მრავალწლიანი გამოცდილება, კმაყოფილი მომხმარებლები და სწრაფი სერვისი – avia.ge კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა. avia.ge -ს მეშვეობით ყველაზე მარტივად დაგეგმავთ მოგზაურობის პროცესს და ავიაბილეთების შეძენაზეც სადარდებელი არ გექნებათ, რადგან თქვენი სურვილების ასრულება პროფესიონალი გუნდის ხელში იქნება.