2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტებმა მგზავრთნაკადის 42%-იანი ზრდა აჩვენეს პანდემიამდელ დონესთან შედარებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის აეროპორტებმა რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 908 493 მგზავრი მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით, ხოლო 2022 წლისას 70%-ით აჭარბებს.

სტატისტიკის მიხედვით, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებში 4 877 967 მგზავრი დაფიქსირდა, 2022 წელს – 4 059 453, 2023 წელს – 5 525 365, ხოლო 2024 წელს – 6 908 493 მგზავრი.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი20 ივნისი 202622 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 484 -დან
ალმაატა16 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 119 -დან
ამსტერდამი15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 637 -დან
ანკარა17 სექტემბერი 202619 სექტემბერი 2026Ajetავიაბილეთები 381 -დან
ათენი28 სექტემბერი 20262 ოქტომბერი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 497 -დან
აბუ დაბი20 ივნისი 202623 ივნისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 864 -დან

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 4 406 773 მგზავრი გაატარა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. 2023 წელს აეროპორტმა 3 390 432 მგზავრს, 2022 წელს — 2 736 990, ხოლო 2019 წელს — 3 470 415 მგზავრს მოემსახურა. 2024 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ 2019 წელთან შედარებით ზრდამ 27%, ხოლო 2022 წელთან შედარებით 61% შეადგინა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მგზავრთნაკადი 897 159-ს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 592 958 მგზავრთან შედარებით ზრდა 51%-ს, ხოლო 2022 წლის 584 114 მგზავრთან შედარებით 54%-ს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 1 580 203 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 100%-იანი ზრდაა. 2023 წელს აეროპორტმა 1 514 105 მგზავრი გაატარა, 2022 წელს — 710 764 მგზავრი, ხოლო 2019 წელს — 791 399 მგზავრი. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 4%-იანი და 2022 წელთან შედარებით 122%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები იაფად ნებისმიერი მიმართულებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines -ის უფასო ტური სტამბულში
შემდეგი სტატიაWizz Air ქუთაისის ბაზას ზრდის – როგორია ავიაკომპანიის გეგმები 2025 წლისთვის?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted