ქუთაისი კრაკოვი ავიაბილეთები 232 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან კრაკოვში

პოლონეთის გამორჩეული ქალაქი კრაკოვი ყველა დროის დაწინაურებული ადგილია. დღეს ქალაქი ფუნქციური გამართულობის გარდა პოლონეთში უდიდეს კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობასაც ატარებს. შეიძინეთ ქუთაისი კრაკოვი ავიაბილეთები და თავს ზღაპრულ სამყაროში ამოიყოფთ. დღეს კრაკოვი უამრავ ფერში გამოწყობილი ქალაქია და მის ქუჩებში შენობების ფერადი სილუეტები თამაშობს, თუმცა მეოცე საუკუნეში აქაურობა ნაცრისფერ ბურუსში იყო გახვეული.

კრაკოვის მძიმე ისტორიულ გამოცდილებებზე ადგილობრივები ბევრს მოგიყვებიან, თუმცა შეგიძლიათ თავადაც ეწვიოთ მის მუზეუმებსა და ისტორიულ ძეგლებს. აქაური გეტოს შემორჩენილი ნანგრევები ქალაქის ტრაგედიას თქვენ თვალწინ გადაშლის და მეორე მსოფლიო ომის ამბებს დეტალურად გაგიმხელთ. კრაკოვში მოგზაურობა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც მოგზაურობისას მშვიდ და ჰარმონიულ ატმოსფეროში ყოფნა უყვარს და ამასთანავე ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები აღაფრთოვანებს.

როგორ გავფრინდეთ ქუთაისიდან კრაკოვში?

ქუთაისი კრაკოვი ავიაბილეთები შეგიძლიათ ნახოთ გადაჯდომით სხვადასხვა კომპანიასთან. გირჩევთ, ავიაბილეთების ყიდვის დროს დაუკვირდეთ გადაჯდომის ხანგრძლივობასა და ადგილს. ყველაზე იაფად, ავიაბილეთები შეგიძლიათ იყიდოთ 232 ლარიდან ზემოთ. დაბლა კი იხილავთ საუკეთესო ავიაბილეთების ცხრილს კრაკოვის მიმართულებით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
17 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 319 -დან
20 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 384 -დან
16 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 418 -დან
15 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 452 -დან
13 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 464 -დან
18 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 514 -დან
12 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 598 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
20 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 781 -დან
18 ივნისი 202723 ივნისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 860 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
20 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 781 -დან
25 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 931 -დან
18 ივნისი 202723 ივნისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 860 -დან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქუთაისი კრაკოვი ფრენების შესახებ

ქუთაისი კრაკოვი ავიაბილეთები როგორც უკვე მოგახსენეთ შეგიძლიათ მხოლოდ გადაჯდომით შეიძინოთ. მაგალითად, ავიაკომპანია Wizz Air სხვადასხვა ქალაქში გადაჯდომით შემოგთავაზებთ ფრენებს. ბარგის პირობები არჩეული ტარიფის მიხედვით გადაამოწმეთ. თანხის დამატების სანაცვლოდ კი ცხადია შეიძენთ დამატებით ჩასაბარებელ ბარგსაც.

ქუთაისი კრაკოვის ფრენების ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გადაჯდომის შემდეგაც იგივე ავიაკომპანია ახორციელებს თუ არა ფრენას. მნიშვნელოვანია, გადაჯდომამდე და მის შემდეგაც ერთი და იგივე ავიაკომპანიით იფრინოთ და არა აწყობილი რეისებით. ამ შემთხვევაში მეტი გარანტია გაქვთ, რომ ფრენის დროს რაიმე ხარვეზის შემთხვევაში ან რეისის დაგვიანებისას თქვენს მოთხოვნებს უკეთ გაითვალისწინებენ.

რეისის შერჩევა

პირდაპირი რეისის ხელმისაწვდომობა, გამგზავრების დღეები და გადაჯდომების რაოდენობა კონკრეტული თარიღისთვის გადაამოწმეთ. განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება. ცხრილებში შეადარეთ მგზავრობის სრული დრო, ჩამოფრენის თარიღი და გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტების ზუსტი კოდები.

ბარგი და ავიაბილეთის სრული ღირებულება

ბარგის ნორმა არჩეულ ტარიფსა და რეისზეა დამოკიდებული. ცალ-ცალკე გადაამოწმეთ პატარა პირადი ჩანთის, სალონში შესატანი ჩემოდნისა და ჩასაბარებელი ბარგის პირობები. საჭირო ბარგის დამატების საფასური საბოლოო ღირებულებაში გაითვალისწინეთ.

თუ გადაჯდომით მგზავრობთ, შეამოწმეთ, ყველა მონაკვეთი ერთ ავიაბილეთშია თუ ცალკე ჯავშნებად. ცალკე ავიაბილეთებისას გაითვალისწინეთ ბარგის ხელახლა ჩაბარება, შესაძლო აეროპორტის შეცვლა და დამატებითი დრო. რეისის ცვლილებისა და დაბრუნების პირობები გადახდამდე წაიკითხეთ.

სამგზავრო დოკუმენტები და ტრანზიტი

საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით მოკლე ვიზიტისას გაითვალისწინეთ შენგენის სივრცეში ყოფნის საერთო ლიმიტი: მაქსიმუმ 90 დღე ნებისმიერ 180 დღეში. სხვა მოქალაქეობის, პასპორტის ტიპის, მუშაობის ან სწავლის შემთხვევაში პირობები ცალკე გადაამოწმეთ. შეამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა და საჭიროებისას მოამზადეთ ვიზიტის მიზნის, განთავსებისა და დაბრუნების დამადასტურებელი საბუთები. გადაჯდომისას შეამოწმეთ სატრანზიტო ქვეყნის წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცალკე ავიაბილეთებით მგზავრობთ, აეროპორტს ცვლით ან ბარგი ხელახლა უნდა ჩააბაროთ. შესვლის პირობების ოფიციალური ინფორმაცია.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
11 სთ (გადაჯდომით)
დისტანცია
1951 კმ
აერპორტის კოდი
EPKK, KRK
ავიაკომპანიები
Wizz Air
სამოგზაურო დოკუმენტაცია
ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის მოკლე ვიზიტისთვის 90/180 დღის ლიმიტი. შესვლისა და ტრანზიტის პირობები წინასწარ გადაამოწმეთ.
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
120-200 ზლოტი (30-50$)

ავიაკომპანიები, რომლებიც კრაკოვში დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები ქუთაისი კრაკოვი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ ქუთაისი კრაკოვი ავიაბილეთები და აპირებთ, პოლონეთში იმოგზაუროთ, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მოგზაურობისათვის საჭირო ინფორმაციას.

კრაკოვის ავიაბილეთები უმჯობესია იყიდოთ გაზაფხულსა ან შემოდგომაზე. ამ დროს ნაკლებად ტურისტული სეზონია და ქუჩები ნაკლებადაც იქნება გადატვირთული. თუმცა, ამინდი თბილი და სასიამოვნოა. მაგრამ, იცოდეთ, რომ კრაკოვი ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ.

კრაკოვი ღირებულია თავისი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული მნიშვნელობით. შეგიძლიათ ეწვიოთ მის მუზეუმებსა და ტაძრებს.

კრაკოვის მიმართულებით გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ყველაზე დაბალი ფასი კონკრეტულ თარიღსა და ტარიფზეა დამოკიდებული. შეადარეთ რამდენიმე ავიაკომპანიის შეთავაზება ბარგის, გადაჯდომის ხანგრძლივობისა და დამატებითი მომსახურებების გათვალისწინებით. საბოლოო ღირებულება გადახდამდე გადაამოწმეთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

თუ იაფად მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ არატურისტულ სეზონებზე ეცადეთ გაემგზავროთ კრაკოვში. ამ დროს ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და სასტუმროსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით.

მინიმუმ 3-4 დღე გათვალეთ კრაკოვში ყოფნისთვის, რათა მოასწროთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

KRK – კრაკოვის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, წინასწარ შეიძინეთ ფრენები კრაკოვში და ფრენის თარიღები არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს ან დასვენების დღეებს.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.