იაფი ფრენები ბოლონიაში

იაფი ფრენები ბოლონიის მიმართულებით

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ იტალიაში მოგზაურობაზე. ამ ქვეყნის მაგიურ ატმოსფეროსა და ულამაზეს ქალაქებზე უამრავი ფილმია გადაღებული. იტალიის ღირსშესანიშნაობები მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ პატარა საიდუმლოებებს ქვეყანაზე.

თუ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების დათვალიერება თქვენი ოცნებაა, მაშინ იფიქრეთ, რომ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში . ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი შუასაუკუნეების ხელოვნებით. ბოლონიაში ნახავთ ანტიკური ეპოქის შენობებსაც. ქალაქის არქიტექტურული სტილი კი სიმყუდროვის განცდას ქმნის.

ბოლონიაში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ მოგზაურობისას მოსალოდნელი ყველა გამოცდილება ერთდროულად მიიღოთ – მოინახულოთ მუზეუმები, დატკბეთ ულამაზესი ბუნებით და ისტორიული შენობები დაათვალიეროთ. აღარაფერს ვამბობთ უგემრიელეს იტალიურ სამზარეულოზე, რომელიც თქვენს გულში სამუდამოდ დაიდებს ბინას.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბოლონიაში?

ბოლონიაში გამგზავრება შეგიძლიათ 332 ლარიდან ზემოთ. ფრენებს იხილავთ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. სამწუხაროდ, იაფი ფრენები ბოლონიაში იმართება მხოლოდ გადაჯდომით ავიარეისებით. ავიაბილეთების ყიდვისას დაუკვირდით სხვადასხვა დეტალს, ,მაგალითად რომელ ქალაქში გიწევთ გადაჯდომა და რამდენი ხნით. თბილისიდან ბოლონიაში დაფრინავს Pegasus, Turkish Airlines და Austrian Airlines. ბათუმიდან Turkish Airlines, ქუთაისიდან კი ავიაკომპანია Wizz Air და Pegasus.

მათგან პაგეაუსი და ვიზიარი უფრო მეტად დაბალბიუჯეტურ რეისებზე ორიენტირდება. თურქეთის ავიახაზები კი მეტ კომფორტს შემოგთავაზებთ. ავსტრიის ავიახაზები ყველაზე იაფად აწარმოებს ფრენებს ბოლონიაში.

ამ სექციაში ნახავთ მომდევნო თვის იაფ ავიაბილეთებს თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
25 September 202628 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 139 -დან
26 September 202628 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 216 -დან
29 September 20265 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 015 -დან
1 October 20266 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 747 -დან
2 October 202616 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 927 -დან
8 October 202611 October 20262 StopsSunExpressავიაბილეთები 868 -დან
12 October 202619 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 886 -დან
15 October 202619 October 20261 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 920 -დან
16 October 202616 October 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 027 -დან
5 November 20268 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 648 -დან
6 November 202610 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 693 -დან
4 May 20277 May 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 911 -დან
7 June 202714 June 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 771 -დან
4 July 20276 July 20271 StopLufthansaავიაბილეთები 1 056 -დან
5 July 202714 July 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 905 -დან
6 July 202713 July 20271 StopLufthansaავიაბილეთები 876 -დან
7 July 202713 July 20271 StopEdelweiss Airავიაბილეთები 820 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
12 October 202619 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 589 -დან
15 October 202619 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 744 -დან
21 October 202628 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 669 -დან
4 November 20268 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 584 -დან
7 December 202611 December 20263 StopsWizz Airავიაბილეთები 545 -დან
4 July 202711 July 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 1 217 -დან

აღმოაჩინე ბოლონია

სად დავრჩეთ ბოლონიაში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბოლონიაში მაშინ დროა მოგზაურობის დაგეგმვის შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. დასარჩენი ადგილი მრავალნაირია ბოლონიაში, ამიტომ თქვენთვის სასურველი სასტუმროსა თუ ჰოსტელის პოვნა არ გაგიჭირდებათ.

San Felice Residence

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი ერთ სივრცეში დაგხვდებათ. მისი ოთახები ულამაზესად, მოდერნისტული სტილითაა მოწყობილი. თანაც, სასტუმრო ადვილად მისადგომ ადგილას მდებარეობს, აქედან ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებამდე გადაადგილება არ გაგიჭირდებათ. სასტუმროს სერვისი საუზმესაც შეიცავს. მენიუ კი ყველანაირი ტიპის გემოვნების მქონე ადამიანზეა მორგებული.

Cosmopolitan Central Rooms

ეს ერთგვარი საოჯახო ტიპის სასტუმროა. იგი ასევე კარგ ადგილას მდებარეობს და ტრანსპორტის პრობლემა ნამდვილად არ შეგექმნებათ აქ დარჩენის შემთხვევაში. მის ნომრებში ნახავთ ყველა იმ საჭირო ნივთს, რომლის სასტუმროში ყოფნაც გაგახარებთ. სასტუმრო რეკომენდირებულია სოლო-მოგზაურებისთვისაც. მისი დაცვა თქვენს უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს.

Hotel Internazionale

ეს სასტუმრო აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. გარდა იმისა, რომ მისი ნომრები ულამაზესია და საოცარ ხედებსაც ნახავთ მისი ფანჯრებიდან, იგი კარგ ადგილასაც მდებარეობს. საუზმის სერვისიც შედის მომსახურებაში, თანაც მენიუ მრავალფეროვანია და ყველანაირი გემოვნების მოგზაურს მოაწონებენ აქაური შეფები თავს. თუ მეტი კომფორტი მოგინდებათ, სასტუმროში არსებული სპა ცენტრითაც ისარგებლებთ.

Holiday Inn Bologna - Fiera, an IHG Hotel

ეს საერთაშორისო დონის სასტუმრო მრავალმხრივ შეგიქმნით კომფორტს. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს დარბაზით. სასტუმროს ნომრები კეთილმოწყობილი და სტუმრებზე მორგებულია. თანაც, მომსახურების ფასში შედის საუზმეც.

რა ვნახოთ ბოლონიაში?

ბოლონია საოცრებებით სავსე ადგილებს იტევს. აქ ყოფნისას თავი ნამდვილი ზღაპრის გმირი გეგონებათ. შემდეგ სექციაში შემოგთავაზებთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში ან თუ მომავალში აპირებთ აქ მოგზაურობას.

Piazza Maggiore

თუ გსურთ განსხვავებული დროების შერწყმის რეალური მაგალითი ნახოთ, აუცილებლად ეწვიეთ ბოლონიის ცენტრალურ მოედანს. აქ ნახავთ შუასაუკუნეების დროიდან მოყოლებულ ისტორიულ შენობებს. მოედანზე მე15 საუკუნის შენობები კვლავ მყარად დგანან და ყველა მნახველს იტალიური რენესანსის დიდებაზე მოუთხრობენ.

Madonna di San Luca

როგორც მოგახსენეთ, ბოლონიაში უამრავ ტაძარს ნახავთ. ეს ერთ-ერთი მათგანია. შენობა გასაოცარია არ მხოლოდ მისი ფუნქციური დატვირთვით, არამედ ექსტერიერითა და ინტერიერით. მისი წითელი კედლები ყველა მნახველს აუცილებლად მოხიბლავს.

ნეპტუნის შადრევანი

ბოლონიის ცნობილი ქანდაკებაა ნეპტუნის სახელობის. ნეპტუნის სახელზევე აქვე შადრევანსაც ნახავთ. თუ გსურთ ამ შადრევანზე და ზოგადად ბოლონიაზე უამრავი საინტერესო ამბის მოსმენა, ეწვიეთ ამ ადგილს. აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იკრიბება და სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან.

წმინდა დომენიკის ტაძარი

ეს ტაძარი ბოლონიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი შუასაუკუნეებშია აშენებული და დღემდე კულტურულ და სიმბოლურ მნიშვნელობას ინარჩუნებს. თუ კათოლიკური ტაძრების დათვალიერება და შესწავლა განგიზრახავთ, აუცილებლად გირჩევდით წმინდა დომენიკის ტაძრის მონახულებას.

რა ვჭამოთ ბოლონიაში?

იტალიური სამზარეულო ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს მოეწონება. იაფი ფრენები ბოლონიაში აუცილებლად უამრავ საყვარელ კერძს გაპოვნინებთ.

პასტა

ალბათ ყველას გვსმენია იტალიური პასტის შესახებ. ეს რეცეპტი შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა დამერწმუნეთ, ბოლონიური პასტის სიმარტივე იდეალურობასთანაა შერწყმული. აქაურ ხელით გაკეთებულ პასტას უამრავი ტოპინგი მოყვება და სხვადასხვანაირად მზადდება. არ დაგავიწყდეთ მისი დაგემოვნება ქალაქში ყოფნისას.

ლაზანია

ბოლონიაში ლაზანიაც უნიკალური რეცეპტით მზადდება. იტალიური ყველი გემოებს უფრო მრავალფეროვანს ხდის. მას როგორც წესი მთავარ კერძად მიირთმევენ ხოლმე. ლაზანია ადგილობრივების საყვარელი საჭმელია და ყოველკვირეულად მზადდება იტალიურ ოჯახებში. იაფი ფრენები ბოლონიაში იტალიელ ხალხთან დაახლოების საშუალებასაც მოგცემთ. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანმა ლაზანიის რეცეპტის საიდუმლოც გაგიმხილოთ?!

ნაყინი

ნაყინი იტალიელების საყვარელი ტკბილეულია. კონკრეტულად ბოლონია 100-მდე ნაყინის ცენტრს იტევს. აქ ნახავთ სხვადასხვა გემოების, ფორმისა და ზომის ნაყინებს. ბოლონიაში ყოფნისას მათი ცნობილი ნაყინების დაგემოვნება არ უნდა გამოგრჩეთ.

ბოლონიური კოტლეტი

ბოლონიური კოტლეტი ტრადიციულ სოუსში მომზადებული ხორცია. მართალია, პორცია საკმაოდ დიდი და ნოყიერია, თუმცა ცდად ღირს. მით უფრო, თუ მშიერი და ხორცის მოყვარული ხართ, კერძი აუცილებლად მოგეწონებათ.

ინფორმაცია ბოლონიაში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
BLQ
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
€70.00 - €100.00

ხშირად დასმული კითხვები ბოლონიაზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბოლონიაში და არ იცით, ფრენამდე დრო რით გაიყვანოთ, გადაიკითხეთ ხშირად დასმული კითხვები ქალაქის შესახებ. ეს სექცია მათაც დაეხმარება, ვინც მომავალში გეგმავს იტალიის ამ უმშვენიერეს ქალაქში მოგზაურობას.

გაზაფხული და შემოდგომა იდეალური დროა იმისთვის, რომ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში . ამ დროს ტემპერატურაც მაქსიმალურად სასიამოვნო დაგხვდებათ ქალაქში და ღირსშესანიშნაობებსაც ისე მოინახულებთ, რომ ხალხის პიკური რაოდენობა არ იყოს ზაფხულისაგან განსხვავებით.

ქალაქი ცნობილია მისი კულტურული, ეკონომიკური და ისტორიული მნიშვნელობით. ასევე, გამორჩეული კულინარიით, რაც ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავთ.

არა, სამწუხაროდ იაფი ფრენები ბოლონიაში შეგიძლიათ მხოლოდ გადაჯდომით რეისებით იყიდოთ.

ავიაკომპანია ავსტრიის ავიახაზები ბოლონიამდე ყველაზე იაფ ფრენებს გთავაზობთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

არატურისტული სეზონები საუკეთესოა ბიუჯეტურად სამოგზაუროდ. ამ დროს შედარებით დაბალი მოთხოვნის გამო ავიაბილეთებიცა და დასარჩენი ადგილებიც იაფდება.

მინიმუმ 3 დღე გაითვალისწინეთ ქალაქში ყოფნისათვის, რათა მოასწროთ ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება.

BLQ – ბოლონიის გუგლისო მარკონის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 5 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ბოლონიის ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ სადღესასწაულო ან უქმე დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ სერვისს როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.