რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways -ის ფლოტს ახალი, ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი შეემეტა, რომელიც კომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ახალი ავიახომალდი Boeing 767-300 საქართველოს ისტორიაში, პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა, ავიახომალდის მთავარ მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, მუშაობის პრინციპზე, მაღალ სტანდარტებზე და სხვა უპირატესობებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ავიაკომპანია ჯეორჯიან ეარვეისი ფრენებს ტაილანდის , ინდოეთის და ჩინეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს, – ამის შესახებ Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, ავიახომალდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ლარნაკა16 იანვარი 202521 იანვარი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 709 -დან
ნიცა15 იანვარი 202522 იანვარი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 983 -დან
ნოვოსიბირსკი6 იანვარი 202518 იანვარი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 288 -დან
ვენა9 იანვარი 202516 იანვარი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 990 -დან

 

„ბოინგ 767-300“ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამოირჩევა თავისი მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს გააჩნია კიდევ ერთი დიდი უპირატესობა – ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ, მას აქვს შესაძლებლობა შეასრულოს უწყვეტი 12 -საათიანი პირდაპირი რეისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways -ის ახალ საჰაერო ხომალდს, უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულება შეუძლია
შემდეგი სტატიაWizz Air საფრანგეთის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ირაკლი
6 months ago

ეს ქვეყანა აღარაა.. დახურეს ქოცებმა საქართველო.. ) ის საქართველო, სადაც მთელი ცხოვრება გვაქ გატარებული აქ ხალხს.. ეს თუ ამ ბო**სშვილებს გაუვიდათ, არც ვიმსახურებთ დემოკრატიას. თქვენ იფრინეთ ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ზედა კორეაში, ყრუსეთში.. მე აქ შვილებს არ გავზრდი ამ შემთხვევაში..