Georgian Airways -ის ახალი ავიახომალდის Boeing 767-300 –ის პრეზენტაციას, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ღონისძიებაში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტი – თამაზ გაიაშვილი მონაწილეობდნენ. საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ბორტი, რომელიც ავიაკომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. ავიახომალდი საქართველოს ავიაციაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი (ფართო ტანის) სამგზავრო თვითმფრინავია.

თამაზ გაიაშვილმა პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის Boeing 767-300 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით.

ასევე, აღნიშნული ბორტის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. გააჩნია უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულების შესაძლებლობა. ბორტი 250 ადგილიანია და პირველი კლასის სალონსაც მოიცავს. ყველა სავარძელი, როგორც ბიზნეს და პირველი კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ბერლინი28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 919 -დან
ლარნაკა27 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 891 -დან
ნიცა7 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 107 -დან
ნოვოსიბირსკი8 თებერვალი 202715 თებერვალი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 211 -დან
რომი28 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 961 -დან

 

ჯეორჯიან ეარვაისი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს. ძირითადი მიმართულბები მოიცავს შემდეგ ქალაქებს: ამსტერდამი, ბერლინი , მიუნხენი, მილანი , ნიცა, პარიზი , ვენა, ლარნაკა, თელ-ავივი, ერევანი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და სხვ.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAzimuth -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ფრენებს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways ახალი Boeing 767-300-ით ტაილანდის, ინდოეთის და ჩინეთის მიმართულებით გეგმავს ფრენებს
4.7 28 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted