2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ დამტკიცებული განრიგების და წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე, სულ 13 600 ავიარეისის შესრულებაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი – 2 480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.

ასევე, იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების – საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის და კატარის მიმართულებითაც. 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის იგივე პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს და რეისები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ სრულდება, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ თვითმფრინავებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი4 აგვისტო 20266 აგვისტო 2026Red Wingsავიაბილეთები 428 -დან
ალმაატა2 სექტემბერი 20265 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 142 -დან
ამსტერდამი14 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 933 -დან
ანკარა22 აგვისტო 202624 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 365 -დან
ათენი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 504 -დან
აბუ დაბი7 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 842 -დან
ანტალია15 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026SunExpressავიაბილეთები 458 -დან
ბაქო10 თებერვალი 202710 თებერვალი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 307 -დან
ბელგრადი11 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 825 -დან
ბერლინი5 აგვისტო 202612 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 333 -დან

 

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან:

  • საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს შეადგენს,
  • საქართველოდან გალფის ქვეყნებში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 17%-ს,
  • საქართველოდან რუსეთში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები – 13%-ს,
  • ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან კი ჯამურად 52%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ამსტერდამიდან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით დაიწყო. ასევე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines -მა ვენიდან თბილისის საჰაერო ხაზზე განაახლა. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET -მაც.

ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.

2024 წლის იანვარ-აპრილის თვეში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიმოგზაურე მხოლოდ 29,99 ევროდან
შემდეგი სტატიაქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ქუჩის მიხედვით
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted