თბილისი ტრაპიზონი ტრაპიზონი თბილისი -ს მიმართულებაზე პირდაპირი აიამიმოსვლის საკითხი აქტუალურია და მასზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში განმარტავენ, მათ უკვე მოახდინეს ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ის დაკავშირება ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან.
„გურთიადის მმართველი საბჭო და გენერალური მდივანი თბილისი ტრაპიზონის პირდაპირი რეისი –ს დანიშვნასთან დაკავშირებით შეხვდნენ ჯეორჯიან ვინგსი -ს მარკეტინგის, გაყიდვებისა და მგზავრთა განყოფილების დირექტორის მოადგილეს დანიარ უსკენბაევს. შეხვედრის შემდეგ, ასოციაციის ჩართულობითა და მხარდაჭერით დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – აცხადებენ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში.
როგორც ცნობილია, Georgian Wings -ი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის მიმართულებით ავიარეისების დაწყებასთან ერთად, ასევე განიხილავს თბილისი სამსუნი სამსუნი თბილისი -ს მიმართულებით ფრენების დანიშვნასაც.
თბილისიდან ტრაპიზონის და სამსუნის მიმართულებით საჰაერო ხაზებზე ავიარეისების დანიშვნა საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და კიდევ უფრო გაამყარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.
Georgian wings -ის პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
შარმ-ელ-შეიხი | 5 იანვარი 2025 | 12 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 2 373 -დან |
ავიაკომპანია georgian wings-ი GeoSky -ს სამგზავრო მიმართულებაა, რომელიც ფრენებს 2023 წლის 28 ივლისიდან ახორციელებს. პირველი რეისი თბილისი ბათუმის მიმართულებით შეასრულა, რის შემდეგაც დაიწყო ფრენები ბაქოს საჰაერო ხაზზეც.
დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს თბილისიდან ბათუმის, ბაქოს, ტაშკენტისა და კიშინეუს მიმართულებით ახორციელებს.