ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო. საპარკინგე ადგილი დამატებით 500 ავტომობილზეა გათვლილი. ჯამში დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, მოეწყო დეკორატიული ღობე და გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

„ავტოსადგომის გაფართოებით, სადაც არსებული 200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ადგილი 700 მდე გაიზარდა, გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ლანდშაფტის მოწყობა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი13 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 484 -დან
ათენი4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ბარსელონა20 დეკემბერი 202617 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბერლინი26 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ბრიუსელი24 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 301 -დან
ბრატისლავა1 დეკემბერი 20265 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 277 -დან
ბუდაპეშტი3 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
დორტმუნდი14 იანვარი 202721 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
მემინგენი3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 286 -დან
ფრანკფურტი8 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 384 -დან

 

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის თანამედროვე ავტოსადგომი, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე, წელს დაგეგმილია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის:

  • ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია,
  • ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.

რაც მომავალში, საშუალებას მოგვცემს მივიღოთ და მოვემსახუროთ ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდს‘’ – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმოგზაურეთ ქუთაისიდან ყველაზე კომფორტულად და ბიუჯეტურად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Wings -ი ტრაპიზონის მიმართულებით ფრენების დაწყებაზე მუშაობს
შემდეგი სტატიარა სიახლეები იგეგმება 2024 წლის ბოლომდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted