ქართულ საავიაციო ბაზარზე 2018 წლის გაზაფხულიდან ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ Myway Airlines-მა დაიწყო. კომერციული დირექტორი იგორ აფციაურია. პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით განხორციელდა, სამომავლოდ ათამდე რეგულარული რეისი იგეგმება.
ავიაკომპანია ქართული საფრენოსნო და ტექნიკური კადრებით არის დაკომპლექტებული. ამჟამად დასაქმებულია ასამდე ადამიანი, ხოლო წლის ბოლომდე 250 თანამშრომლის დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე სამ წლიანი გეგმაა გაწერილი, რომლის მიხედვით კომპანიის თანამშრომლები 1500-მდე უნდა გაიზარდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.
რეისები სრულდება Boeing B737-800-ის ტიპის ავიახომალდებით. Myway-ის ბაზირების ადგილი საქართველოშია.
ამ ეტაპზე რეისები სრულდება:
- თბილისი-ხარკოვი-თბილისი – 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, სამშაბათსა და შაბათს
- ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი შესრულდება 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე ოთხშაბათსა და შაბათს
- ბათუმი-თეირანი-ბათუმი 22 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე
- თბილისი-სამარა-თბილისი 23 ივნისიდან 27 ოქტომრბამდე სამშაბათსა და შაბათს
ქართულ საავიაციო ბაზარზე ყველაზე ახალგაზრდა კომპანია უზრუნველყოფს კომფორტულსა და უსაფრთხო მგზავრობას. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ავიაბილეთები მისაღებ ფასებში. Myway ტურისტული კომპანიებთანაც, დაიწყებს თანამშრომლობას.
[…] ორი ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways და Myway Airlines – ი გვთავაზობენ. ეს ავიაკომპანიები […]
[…] ორივე ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways და Myway Airlines – ი ასრულებენ. ეს ავიაკომპანიები […]