რუსულ ავიაკომპანია Red Wings -ს საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი რეისების დამატება სურს. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს და მათი ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში კვირაში 23-ჯერ უნდა იფრინოს.
რედ ვინგსმა რეისები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, სოჭიდან, ყაზანიდან, სამარადან და ჩელიაბინსკიდან უნდა შეასრულოს.
- ავიაკომპანია აპირებს, ჩელიაბინსკი თბილისი , თბილისი ჩელიაბინსკი -ს მიმართულებით, ფრენები 15 ნოემბრიდან, კვირაში 1 სიხშირით შეასრულოს.
- რაც შეეხება ეკატერინბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისებს, ის 16 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით იგეგმება.
- “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 13 ნოემბრიდან, კვირაში 2-ჯერ უნდა განხორციელდეს.
- ხოლო, სამარა თბილისი , თბილისი სამარა –ს მარშრუტზე კი კვირაში 1 რეისი.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2023 წლის მაისში აღდგა. red wings -მა კი პირველი ფრენა მოსკოვი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე 10 ივლისს განახორციელა. ამ ეტაპზე ამ ორ ქვეყანას შორის რეისებს Georgian Airways -ი, Red Wings -ი, Azimuth -ი ახორციელებენ.









