„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოდან კიდევ მეტი რეისები ხორციელდებოდეს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, მათ შორის, ვიმუშავეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის გაზრდის საკითხებზე და შედეგად, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. რეისები დაემატება თბილისი ურუმჩი , ურუმჩი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთანაც გვექნება ავიამიმოსვლა” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ასევე ინდური ავიაკომპანია IndiGo -ს შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც საქართველოსა და ინდოეთს შორის ავიამიმოსვლა 2023 წლის 8 აგვისტოდან დაიწყო. ამ დროისთვის, თბილისსა და ნიუ დელის შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება.