პასპორტიბიომეტრიული პასპორტისა და ID ბარათის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან. ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა, მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სანდოობას, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამია.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადაეცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატები.

სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ – ვლადიმერ სიჭინავამ სერტიფიკატები კანადაში, ქალაქ მონრეალში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარადგინა, რომლებიც ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში აიტვირთა.

ღია გასაღებების დირექტორია დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემაა, სადაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემებია განთავსებული, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს და მუდმივად აახლებს სამგზავრო დოკუმენტების სანდოობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ამასთან, პერიოდულად მართავს სიმპოზიუმებს, რომლებშიც რეგულარულად მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რათა მომხმარებელს შესთავაზოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატებაა
შემდეგი სტატიადადასტურდა, რომ China Southern Airlines საქართველოდან პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებზე სიხშირეს ზრდის
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments