ყაზახეთის დროშის ქვეშ მფრინავმა ავიაკომპანია Air Astana -მ ბათუმის აეროპორტი -დან ყაზახეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ,  ეარ ასტანა მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ბათუმი- ალმათი -ბათუმის საჰაერო ხაზზე რეისების განხორციელებას ბათუმსა და ალმათას შორის ივნისის თვიდან შეუდგა, რომელსაც Airbus A320/A321 საჰაერო ხომალდებით კვირაში 5-ჯერ გვთავაზობს. უფრო კონკრეტულად კი, ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას.

 

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ფრენებს ალმათის მიმართულებით ბათუმის აეროპორტის გარდა, ასევე თბილისის აეროპორტიდანაც ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებაზე რეისები კვირაში 7 სიხშირით შესრულდება, ხოლო 7 ივლისიდან კი პარასკევს კიდევ ერტი სიხშირე დაემატება.

გაემგზავრეთ ამ მშვენიერი დანიშნულების ადგილზე, მოინახულეთ სიმწვანეში ჩაფლული ალმათი, რომელიც ზაილიის ალატაუს დათოვლილი მთების ძირში მდებარეობს დად რომელიც იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ „საბჭოთა“ ქმნილებად ცენტრალურ აზიაში.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად, დაგვირეკეთ: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-მა უფასო ონლაინ რეგისტრაციის დრო შეამცირა
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყობა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments