ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოებმა მხარი დაუჭირეს ახალ რეგულაციას, რომელიც ავიამგზავრებს გარანტირებულად აძლევს უფლებას, თვითმფრინავის სალონში უფასოდ ატარონ ერთი პირადი ნივთი და ერთი ხელბარგი, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 7 კილოგრამს.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანი და გამჭვირვალე მოგზაურობისკენ“, – განაცხადა ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ და ინიციატივის წამყვანმა ავტორმა, მატეო რიჩიმ. მისი თქმით, მკაფიო წესები ხელბარგის ტარებაზე თავიდან აგვარიდებს გაუმართლებელ დამატებით ხარჯებს და ქმნის ეფექტურ და სამართლიან სისტემას.

ახალი რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ წამოწყებული უფრო ფართო რეფორმის ნაწილს, რომელიც 2023 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს მგზავრთა უფლებების გაძლიერებას. ეს ცვლილება ავალდებულებს ავიაკომპანიებს, რომ ავიაბილეთის დაჯავშნისას თავიდანვე წარმოადგინონ მგზავრობის სრული ღირებულება და უზრუნველყონ მგზავრების სრული ინფორმირებულობა.

რა შეიცვლება მგზავრებისთვის და როდის შევა ძალაში?

ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ფრენისას ყველა მგზავრს უფლება ექნება სალონში უფასოდ ატაროს ერთი მცირე ზომის ჩანთა (მაგ. ზურგჩანთა ან ხელჩანთა) და ერთ ცალი ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა 7 კილოგრამია, ხოლო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 100 სმ-ს. პირადი ჩანთის დასაშვები ზომა განისაზღვრება 40x30x15 სმ-ით.

ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ამ ნივთებისთვის დამატებითი საფასურის დაკისრება. ეს გადაწყვეტილება ემყარება ევროპის სასამართლოს წარსულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თუ ბარგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების და გონივრული ზომის კრიტერიუმებს, ის არ უნდა დაექვემდებაროს ცალკე გადასახადს.

დაბალბიუჯეტიანი ავიახაზები – ზეწოლა და მომხმარებელთა პროტესტი

ბოლო დროს მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს გამკაცრებული მონიტორინგი იმ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ხელბარგზე „დამალულ“ გადასახადებს აწესებენ. ისინი აცხადებენ, რომ ხშირად „დიდად“ მიჩნეული ხელბარგი სინამდვილეში სრულიად შეესაბამება გონივრულ სტანდარტებს და ამგვარი საფასური უსამართლოა.

აისახება თუ არა ცვლილება ავიაბილეთების ფასებზე?

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი27 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 222 -დან
მილანი24 დეკემბერი 202514 იანვარი 2026ავიაბილეთები 257 -დან
ერევანი1 სექტემბერი 20254 სექტემბერი 2025ავიაბილეთები 262 -დან
ჟენევა19 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 283 -დან
ანტალია11 ნოემბერი 202525 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 310 -დან
სოჭი1 დეკემბერი 20257 დეკემბერი 2025ავიაბილეთები 331 -დან
დალამანი30 დეკემბერი 20256 იანვარი 2026ავიაბილეთები 391 -დან
ანკარა12 მარტი 202615 მარტი 2026ავიაბილეთები 392 -დან
ბოდრუმი1 ოქტომბერი 20257 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 414 -დან
იზმირი1 ოქტომბერი 20256 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 416 -დან

მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებისთვის ეს ცვლილება დადებითად ჟღერს, ინდუსტრიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ორგანიზაცია A4E, შიშობენ, რომ ავიაკომპანიები ხელბარგზე დაკარგულ შემოსავალს ავიაბილეთების ფასებში ასახავენ. A4E მიიჩნევს, რომ მგზავრებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი – იხდიან მხოლოდ იმ სერვისისთვის, რომელსაც იყენებენ, და არა იძულებით ფასში შერაცხული მომსახურებისთვის.

დაუცველი მგზავრებისთვის დამატებითი გარანტიები

რეფორმის ნაწილია მგზავრების დაცვის გაძლიერებაც. კანონმდებლები ითხოვენ:

  • 12 წლამდე ასაკის ბავშვების განთავსებას თანმხლები პირის გვერდით დამატებითი გადასახადის გარეშე.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის უკეთეს პირობებს და თანმხლები პირების უფასო მგზავრობის გარანტიას.
  • კომპენსაციის უფლებას იმ შემთხვევებისთვის, როცა ზიანდება მობილობის აღჭურვილობა ან დამხმარე ცხოველი.

კომპენსაციის წესების გამარტივება

2023 წლის ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს აგრეთვე გააუმჯობესოს პროცესი გაუქმებული ფრენის კომპენსაცია, დაგვიანების ან ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევაში. ყურადღება გამახვილებულია შუამავლების როლზე, როგორიცაა ავიაბილეთები ონლაინ გაყიდვის პლატფორმები, რომლებსაც ხშირად აკლდებათ გამჭვირვალობა მომხმარებლის წინაშე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში 2031 წელს გაიხსნება
შემდეგი სტატიაჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა მატულობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments