დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ახალ სერვისს – WIZZ MultiPass -ს ამატებს.  ეს სერვისი საშუალებას მოგცემთ ავიაბილეთები ფიქსირებული ღირებულებით 6 თვის განმავლობაში დაჯავშნოთ.

დასაწყისისთვის სერვისი მხოლოდ პოლონეთის ან იტალიის მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის იქნება ხელმისაწვდომი. სერვისი მოიცავს Wizzair-ის ყველა საერთაშორისო მარშრუტს პოლონეთიდან და ყველა შიდა მარშრუტს იტალიაში. ბილეთების გამოწერა სატესტო რეჟიმში 5 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.

სავარაუდოა, რომ გამოწერა იმ მგზავრებისთვის იქნება მომგებიანი, რომლებიც  ბილეთებს ბოლო მომენტში ყიდულობენ, როდესაც ღირებულება ყველაზე მაღალია. ასეთი მოგზაურები აბონემენტის დახმარებით 6 თვით წინასწარ შეძლებენ თავად დააფიქსირონ ავიაბილეთების ფასი და ყოველთვიურად აირჩიონ სასურველი მიმართულება.

ფრენები ქუთასისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
აბუ დაბი7 ივნისი 20249 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 228 -დან

 

MultiPass-ის გასაცემად, პირველ რიგში, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ავიაკომპანიის ვებსაიტზე. რეგისტრაციის პროცესში უნდა მიუთითოთ, თუ რომელი ფრენები გსურთ რომ შედიოდეს გამოწერაში –იტალიის შიდა მიმართულებები თუ საერთაშორისო ფრენები პოლონეთიდან. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთმხრივი ან ორმხრივი ავიაბილეთები. გამოწერისთვის ხელმისაწვდომია ძირითადი ტარიფი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ხელბარგს, ასევე გაფართოებულ ტარიფებს WIZZ Priority სერვისებით და 20 კგ ბარგით.

გამოწერის ღირებულება შერჩეული ვარიანტების მიხედვით ჩამოყალიბდება. WIZZ MultiPass-ის გაცემის შემდეგ მგზავრს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი. სააბონენტო გადასახადის წარმატებით ამოღების შემთხვევაში, Wizz Air კლიენტს ტოკენებს მიაწვდის, რომლებიც შეიძლება ბილეთზე გაიცვალოს თვეში ერთხელ.

მგზავრმა სააბონენტო ფრენა გამგზავრებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა დაჯავშნოს. თუ ასე არ მოხდბეა და ან დაჯავშნილ რეისს არ გამოიყენებს, მაშინ მისი გადატანა მომდევნო თვეში შეუძლებელი იქნება.

ამ დროისთვის vizzair -ს ჯერ არ გამოუშვია MultiPass -ის ბილეთების გამოსაწერად გამოყოფილი ვებგვერდი. შესაბამისად, სერვისის ღირებულების შემოწმება ჯერ არ არის შესაძლებელი.

Wizz Air -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFlynas-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა
შემდეგი სტატიაWizz Air-ი საქართველოს სხვა რეგიონებში ფრენებით ინტერესედება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments