საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas -მა ბათუმის აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება განაახლა. მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანიამ პირველი რეისი რიადა-ბათუმის მიმართულებით უკვე შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ფლაინასი ბათუმში ფრენებს საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან – დამამიდან, ჯედადან და დიადიდან ახორციელებს. ბათუმის მიმართულებით ფრენებს დამამიდან კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, რიადიდან – 14 სიხშირით, ხოლო ჯედადან – 12 სიხშირით შემოგვთავაზებს.

ბათუმი ერ-რიადი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
22 September 202627 September 2026DirectFlynasავიაბილეთები 934 -დან
23 September 202626 September 2026DirectFlynasავიაბილეთები 935 -დან
29 September 20263 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 075 -დან
9 October 202611 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 072 -დან
21 October 202627 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 530 -დან
25 October 202628 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 045 -დან

აღსანიშნავია, რომ ამა წლის 23 მარტს, საუდის არაბეთში ვახტანგ ჯაოშვილი – საქართველოს ელჩი ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორს – ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების და მომავალი თანამშრომლობის საკითხი.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Flynas -ისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენს.

საუდის არაბეთის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიციფრული პროექტების მენეჯერი
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Wizz Air-ი ახალ სერვისს ამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted