Wizz Air -ის მგზავრებს უკვე შეუძლიათ შეუფერხებლად დაჯავშნონ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთები, სპორტული აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები და ღონისძიებები ავიაკომპანიის ვებსაიტისა და აპლიკაციის საშუალებით.

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. WIZZ Experiences შეიქმნა Coras-თან პარტნიორობით, რომელიც ერთადერთი API-ის მეშვეობით, საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების უმსხვილესი ონლაინ პროვაიდერია.

იზეარი ს მომხმარებლებისთვის, უკვე ხელმისაწვდომია 10 მილიონზე მეტი ბილეთი, რომელიც მოიცავს 65-ზე მეტი ქვეყნის ღირსშესანიშნაობასა თუ გასართობ აქტივობას 300 ქალაქში, 20 ენაზე. ფრენის შერჩევის შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაათვალიერონ შეთავაზებები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით. ყველა ბილეთი ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და აპლიკაციაზე, მარტივი დაჯავშნის პროცესის მეშვეობით.

Wizz Air-ის სხვადასხვა მიმართულებაზე ყველაზე პოპულარული აქტივობებია:

  • საბერძნეთი : დაივინგი, ბერძნული ტრადიციული მუსიკის საღამო, ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია და ვახშამი;
  • დიდი ბრიტანეთი : საუკეთესო სპორტული ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა და უესტ-ენდის შოუები, მათ შორის ჰამილტონი და მეფე ლომი;
  • ესპანეთი : პრადოს მუზეუმის ტური მადრიდში ან საგრადა ფამილიას ტური ბარსელონაში; ველოტური მადრიდის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და მალაგას სამი საუკეთესო ტაპას ბარის ვიზიტი ადგილობრივ გიდთან ერთად; ბილეთები ბარსელონას საფეხბურთო მატჩზე;
  • საფრანგეთი : ბილეთების შეძენა რიგში დგომის გარეშე ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: პარიზის ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი ან ტური ვერსალის სასახლისა და ბაღების მიმართულებით;
  • იტალია : მცირე ჯგუფური ტური პომპეიში არქეოლოგთან ერთად; ტური ვატიკანში გიდთან ერთად; ბილეთები კოლიზეუმში ან უფიცის გალერეაში ან მილანის საფეხბურთო გუნდის თამაშებზე დასწრება.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი19 მაისი 202522 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 300 -დან
ბარსელონა14 ნოემბერი 202521 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 874 -დან
ბერლინი7 მაისი 202511 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 575 -დან
ბრიუსელი4 მაისი 20258 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 461 -დან
ბუდაპეშტი8 ივნისი 202514 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
დორტმუნდი3 ივნისი 202517 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 455 -დან
მემინგენი8 მაისი 202515 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 602 -დან
ფრანკფურტი12 მაისი 202519 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 390 -დან
ჰამბურგი7 ივნისი 202514 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 500 -დან
კატოვიცა28 აპრილი 20255 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 410 -დან

 

ჯეიმს გუდვინი, Wizz Air-ის Ancillary Revenue-ის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს კიდევ ერთ დამატებით სერვისს, WIZZ Experiences-ს ვთავაზობთ. ამ ახალი სერვისის საშუალებით მგზავრებს წვდომა, ერთ სივრცეში, 10 მილიონზე მეტი ატრაქციონის ბილეთზე ექნებათ. დამხმარე პროდუქტებისა და პარტნიორული სერვისების გამოყენებით, ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ დაგეგმონ მთელი მოგზაურობა Wizz Air-ის აპლიკაციით: ფრენის ოპტიმალური დროისა და ფასის არჩევა, ბორტზე შოპინგი, ტრანსფერები, სასტუმროების და ამიერიდან უკვე სხვადასხვა აქტივობის დაჯავშნაც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შეთავაზებების გამრავალფეროვნებას, რათა Wizz Air-მა ნებისმიერი მოგზაურის საჭიროებებს უპასუხოს.”

მარკ მაკლაფლინი, Coras-ის აღმასრულებელი დირექტორი: „Coras-ისა და Wizz Air-ის თანამშრომლობით, მგზავრები მარტივად და შეუფერხებლად შეძლებენ საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების შეძენას – ცოცხალი კონცერტები და საკულტო ატრაქციონები, პრემიერ ლიგის ფეხბურთის თამაშები მოგზაურობისას მთავარი მამოძრავებელი ძალაა.”

დაგეგმე მოგზაურობა Wizz Air-თან ერთად და გაატარე დაუვიწყარი ზაფხული. ავიაბილეთების საუკეთესო ფასად შეძენაში კი ჩვენ დაგეხმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაჯეტი ავიაკომპანია AJet Airlines
შემდეგი სტატიაWIZZ AIR დღის ბოლომდე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments