9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარილუვრის მუზეუმი , პარიზი

ლუვრის მუზეუმი , პარიზი

€ 22

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

3+ სთ
გაუქმება არ არის შესაძლებელი
ვაუჩერი არ არის საჭირო
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია. იგი მდებარეობს ლუვრის შენობაში. თავად ციხესიმაგრე მე-12 – მე-13 საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობაა, რომელიც თავის მხრივ უზარმაზარი ბრწყინვალე შენობაა. ისინი მდებარეობს მდინარე სენას მარჯვენა სანაპიროზე, პარიზის პირველ დასახლებაში. თანაც, შენობებთან ახლოს ორი მეტროსადგურია, ამიტომ აქ მოხვედრას მარტივად შეძლებთ. თუმცა, ლუვრში შესვლამდე გრძელი რიგის გავლა მოგიწევთ, რაც აბსოლუტურად ღირს იმ სანახაობებისთვის, რომლებიც შიგნით დაგხვდებათ!

ლუვრის მუზეუმი მე-18 საუკუნეში გაიხსნა. მისი კოლექციები მოიცავს ისეთ ხელოვნების ნიმუშებს, როგორებიცაა მონა ლიზა ან ვენერა მილოსელის დაუჯერებელი ქანდაკება. მისი კოლექცია წლების განმავლობაში იზრდებოდა და ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში ემატებოდა. მუზეუმს დღეს 8 განყოფილება აქვს, რომელშიც მოთავსებულია ნახევარ მილიონზე მეტი შედევრი.

წარმოგიდგენიათ, ერთ სივრცეში კარავაჯოს, ლეონარდო და ვინჩის, დელაკრუასა და ვერონეზეს ნახატები?! მათ გარდა, აქ შეგხვდებათ მიქელანჯელოსა და ბერნინის დიდებული ქანდაკებები, ასევე ნიკეს გამარჯვების ქანდაკება და სხვა თვალისმომჭრელი ღირსშესანიშნაობები. ლუვრის მუზეუმი, ფაქტობრივად, ინახავს უდიდეს ცოდნას სამყაროზე. აქ თავმოყრილია ხელოვნების განსხვავებული პერიოდების დროს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები და ისტორიულად მნიშვნელოვანი არტეფაქტები, მაგალითად ფრანგული რევოლუციისა და ნაპოლეონის ამსახველი ნახატები. ლუვრის მუზეუმი ის ადგილია, რომელიც პარიზში ჩასვლისას ეიფელთან ერთად აუცილებლად უნდა მოინახულოთ! ამ სტატიაში საინტერესო ისტორიებს მოგიყვებით ლუვრის შესახებ.

საინტერესო ფაქტები

  • ლუვრის მუზეუმი ოთხსართულიანია
  • იგი გაიხსნა 1793 წელს
  • ლუვრის მუზეუმში 500 000 ექსპონანტია
  • ლუვრი მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმია
  • ლუვრის მუზეუმში შესვლა უფასოა ყოველი თვის პირველ პარასკევს, საღამოს 6 საათის შემდეგ, ივლისისა და აგვისტოს გარდა
  • ლუვრი ყოველდღე ღიაა, სამშაბათის გარდა, 9-დან 6-მდე. ხოლო პარასკევსა და ოთხშაბათს მუშაობს საღამოს 9 საათამდე.
  • ორშაბათი საუკეთესო დღეა ლუვრში ვიზიტისთვის.

წესები და პირობები

  • ლუვრში არ შეგიძლიათ დიდი ჩანთებისა და ჩემოდნების შეტანა
  • უფრო პატარა ჩანთებისთვის შეგიძლიათ კარადები გამოიყენოთ
  • ლუვრში ჭამა, სმა, ექსპონანტების შეხება, ყვირილი, სირბილი, არაეთიკური მოქცევა დაუშვებელია

მდებარეობა

Musée du Louvre 75058 Paris 1er.

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

port de lumiers

ლუმიერსის პორტი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
hamburg-dungeon

ჰამბურგის დუნჟონი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
elbphillarmonie hamburg

ელბის ფილარმონია, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
panoptikum hamburg

პანოპტიკუმი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
hamburg art gallery

სამხატვრო გალერეა, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
timeride frankfurt

დროში მოგზაურობის ვირტუალური ტური, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
wminda pavles tadzari

წმინდა პავლეს ტაძარი, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
frankfurtis kruizi

კრუიზით მოგზაურობა, ფრანკფურტი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია