გლობალურად ევროპის ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანია Wizz Air -მა, ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly გამოუშვა. პაკეტი მოქმედებს 12 თვის განმავლობაში და მოიცავს ფრენების დიდ რაოდენობას – 800 მარშრუტს, 50-ზე მეტი ქვეყნის თითქმის 200 ქალაქის მიმართულებას.

ვიზეარი არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც დიდი რაოდენობით ფრენებს, ფიქსირებულ ფასად გვთავაზობს. 599 ევროს ღირებულების წლიური წევრობა მოგზაურებს viziari -ს ყველა ფრენაზე მისცემს წვდომას, ხოლო განმეორებითი დაჯავშნის საკომისიო 9,99 ევრო იქნება. წევრობის ახალი პაკეტი მომხმარებლებს რამდენჯერმე მოგზაურობის საოცარ შესაძლებლობას მისცემს, რაც საბოლოო ჯამში მათ ბილეთების შეძენისას თანხის დაზოგვაში დაეხმარება.

საწევრო პაკეტი იდეალურია მოგზაურებისთვის, რომლებიც ყოველთვის წინასწარ გეგმავენ მომდევნო მოგზაურობას. წევრობა მოქმედებს თითო მგზავრისთვის 12 თვის განმავლობაში. მომხმარებელი ხელმისაწვდომი დანიშნულების ადგილის არჩევას გამგზავრებამდე 72 საათით ადრე შეძლებს.

ავიაკომპანია All You Can Fly-ის საწევრო პაკეტის წინასწარ გაყიდვას იწყებს და მისი ღირებულება 499 ევრო იქნება. წინასწარი გაყიდვა 2024 წლის 13 აგვისტოს 12:00 საათიდან 15 აგვისტოს 23:59 საათამდეა შესაძლებელი. 

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, ყველა მომხმარებელს 599 ევროდ შეეძლება საწევრო პაკეტის შეძენა. მგზავრებს WIZZ All You Can Fly -ის ფარგლებში ფრენების დაჯავშნა 2024 წლის 25 სექტემბრიდან შეუძლიათ.

Wizz Air ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი21 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა21 ნოემბერი 202524 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 447 -დან
ბერლინი18 დეკემბერი 202528 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 557 -დან
ბრიუსელი19 ოქტომბერი 202526 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 589 -დან
ბუდაპეშტი13 ნოემბერი 202515 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 216 -დან
დორტმუნდი1 ნოემბერი 20258 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 309 -დან
მემინგენი1 ნოემბერი 20254 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ფრანკფურტი8 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 346 -დან
ჰამბურგი7 ოქტომბერი 202514 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 455 -დან
კატოვიცა18 დეკემბერი 202527 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 319 -დან

 

მოგეხსენებათ, ავიაკომპანია ვიზეარი საქართველოს მოქალაქეებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ემსახურება, საიდანაც ფრენებს მსოფლიოს უამრავი მიმართულებით ასრულებს. მათ, ვინც ვიზეარის მუდმივი მომხმარებელია და ხშირად მოგზაურობს, აღნიშნული სიახლე შესანიშნავი ვარიანტია თანხის დაზოგვისათვის.

Wizz Air-ის კომერციული ოფიცერი, სილვია მოსკერა: „მოხარულები ვართ, რომ Wizz Air  პირველი ავიაკომპანიაა ევროპაში, რომელიც მომხმარებლებს ამ უნიკალურ საწევრო პაკეტს სთავაზობს. WIZZ All You Can Fly წევრობა მომხმარებლებს სპონტანური მოგზაურობის ასობით ვარიანტს, ფიქსირებულ ფასად შესთავაზებს. ეს წევრობა ადამიანებს ახალ ადამიანებთან და ადგილებთან დააკავშირებს.”

დამატებითი სერვისები, როგორებიცაა ადგილების შერჩევა და ბარგი, საწევრო გადასახადში არ შედის, თუმცა, ჩვეულებისამებრ, მისი დამატება ცალკე შეიძლება. მნიშვნელოვანია ადგილების ხელმისაწვდომობის ფაქტორი, WIZZ All You Can Fly-ის საწევრო პაკეტი ყველა ფრენისთვის არ არის ხელმისაწვდომი, რომელიც რეკლამირებულია Wizz Air -ის მიერ. მომხმარებლებს ბილეთების დაჯავშნა მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან შეეძლებათ.

გაითვალისწინეთ, WIZZ All You Can Fly-ის რეგულარული ფასი 599 ევროა, ამიტომ მსურველები ახლავე უნდა დარეგისტრირდნენ, რათა ისარგებლონ 499 ევროიანი შეთავაზებით.

შეიძინე იაფი ავიაბილეთები Avia.ge -ზე. დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 საუკეთესო მიმართულება ზღვის მოყვარულთათვის
შემდეგი სტატიაWizz Air დღეს 15% -იან ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments