უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air – ის პრეზიდენტს, რობერტ კერის შეხვდა. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ვიზეარ -ის საქმიანობა საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ავიაკომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მიმართულებაა და ითქვა, რომ მგზავრების გადაყვანის კუთხით wizzair -ს საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილი უკავია.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტი -ში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხზეც, რომელიც 2023 წლის პირველი დეკემბრიდან იგეგმება. ამას კი 1 ახალი ევროპული მიმართულებით ოპერირების დაწყება მოჰყვება.

პირდაპირი ფრენა მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავით ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით დაიწყება და ავიაკომპანიის მიერ საქართველოდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს გახდება, მათ შორის, 20 მიმართულება ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ქუთაისი კოპენჰაგენი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
16 October 202621 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 855 -დან
20 October 202621 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 710 -დან
21 October 202625 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 712 -დან
30 October 20265 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 566 -დან
6 November 20269 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 636 -დან
23 November 202625 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 482 -დან
28 November 20264 December 20261 StopWizz Air Maltaავიაბილეთები 613 -დან
17 January 20275 February 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 659 -დან
1 June 20274 June 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 837 -დან

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს და შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეების ავიაკომპანიაში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ერთობლივ შემუშავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ Wizz Air -ი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა Wizz Air.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Wizz Air -ის ფრენებზე, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიChina Southern Airlines -მა თბილისიდან შესაძლოა ფრენების სიხშირე და მიმართულებების რაოდენობა გაზარდოს
შემდეგი სტატია27 სექტემბრიდან ფრენები ჩინეთის მიმართულებით ყოველდღე შესრულდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted