დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან კიდევ ერთ მიმართულებას აღადგენს. ამჯერად, ავიაკომპანია ქუთაისი – კრაკოვის საჰაერო ხაზზე განაახლებს ოპერირებას.
ფრენები ქუთაისსა და კრაკოვს შორის 28 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
Wizz Air-ი პოლონეთის 4 ქალაქში უკვე ასრულებს ფრენებს. ესენია: ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე და გდანსკი. სულ მალე კი მათ რიცხვს კრაკოვიც შეუერთდება.