ვიაკომპანია Wizz Air kutaisi -ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში 2012 წლიდან დღემდე, ვიზეარი 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

21 აგვისტოს, ვენა -დან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში wizz air -ის საჰაერო ხომალდი დაეშვა, რომელზეც იღბლიანი მე-6 მემილიონე იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა.

იღბლიან მგზავრს, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. ასევე, მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც ფრენას, 1 წლის განმავლობაში, ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ათენი15 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 228 -დან
ბარსელონა22 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 348 -დან
ბერლინი4 თებერვალი 20279 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 323 -დან
ბრიუსელი28 თებერვალი 20277 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ბრატისლავა25 თებერვალი 20272 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
ბუდაპეშტი6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
დორტმუნდი9 თებერვალი 202713 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 290 -დან
მემინგენი30 ნოემბერი 202618 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
ფრანკფურტი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 481 -დან
კატოვიცა26 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 240 -დან

 

ვიზეარი

,, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი Wizz Air -ის მე-6 მემილიონე მგზავრს მოემსახურა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან Wizz Air-ი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ბაზზრის ძირითადი მოთამაშეა ქუთაისის აეროპორტში. აქტიურად განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას კომპანიასთან, რათა კიდევ უფრო მეტი მიმართულება და მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი შეემატოს ქუთაისის აეროპორტს,-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.

,,უკვე აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. მგზავრთნაკადთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას.

ქუთაისის აეროპორტი და ზოგადად, ქართული ავიაცია, ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. მოლოდინი გაქვს კიდევ უფრო მეტი ახალი მიმართულების და ახალი ავიაკომპანიის, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ,-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეიძინე Wizz Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირამდენად კარგად იცნობ იტალიას ?
შემდეგი სტატიაPegasus-ი ესპანეთის ქალაქ სევილიაში იწყებს ფრენებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted