2025 წლის აპრილიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან Wizz Air -ი კვლავ დაიწყებს ფრენებს მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული.

ავტორიზებული წყაროს მიხედვით, კომპანია ასევე ზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით: პრაღა (ჩეხეთი), ლარნაკა (კვიპროსი), ათენი და სალონიკი (საბერძნეთი).

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი9 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 253 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 464 -დან
ბერლინი21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 320 -დან
ბრატისლავა5 ივნისი 202610 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
ბუდაპეშტი5 ივნისი 202616 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან

 

“2025 წლის აპრილიდან ჩვენი ფრენები მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით აღდგება. ავიაბილეთების ფასი იწყება 39.99 ევროიდან და შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში. ფრენები განხორციელდება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს,” – ნათქვამია Wizz Air-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, მათ საქართველოდან და საქართველოში 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. 2016 წელს ქუთაისში ბაზის გახსნამ ტურიზმის სექტორში 4500-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო თავად ავიაკომპანიის გუნდის წევრთა რაოდენობა 170-ს აჭარბებს. Wizz Air-ი აგრძელებს ოპერირებას ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფლოტით და საქართველოს 15 ქვეყანასთან აკავშირებს, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კომფორტია.

დაგეგმე ბიუჯეტური მოგზაურობა Wizz Air -თან ერთად! დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში2024 წელს საქართველოს 5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ტურისტი ეწვია
შემდეგი სტატიამადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აპრილიდან აღდგება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments