საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე, 2024 წლის ტურიზმის სტატისტიკურ მაჩვენებლებს აჯამებს. მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველომ ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიიღო.

„2024 წლის ტურისტული სეზონი წარმატებით დასრულდა და საქართველომ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. გასულ წელს ქვეყანას რეკორდული რაოდენობის სტუმარი ეწვია, საერთო ჯამში 5.1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ჩვენი ტურისტული ტოპ მიმართულებები მოიცავდა: ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და ისრაელი.

2025 წლისთვის ჩვენი გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია. ვიწყებთ საერთაშორისო ტურისტული გამოფენების სეზონს, სადაც საქართველო წარდგება კერძო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა, ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს ევროპის სამიზნე ქვეყნებში,“ – აღნიშნა მაია ომიაძემ.

ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca6 December 202611 December 2026ავიაბილეთები 90 -დან
Thessaloniki20 December 202615 January 2027ავიაბილეთები 138 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027ავიაბილეთები 143 -დან
Venice28 November 20261 December 2026ავიაბილეთები 193 -დან
Warsaw16 November 202619 November 2026ავიაბილეთები 199 -დან
Athens16 December 202620 December 2026ავიაბილეთები 209 -დან

 

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. 2019 წელთან შედარებით კი ზრდამ 0.2% შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2023 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტების რაოდენობამ 78.7%-იანი აღდგენა აჩვენა.

დაგეგმეთ მოგზაურობა Avia.ge-სთან ერთად და შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზრის მიღწევები და ლიდერი ავიაკომპანიები 2024 წელს
შემდეგი სტატიააპრილიდან Wizz Air-ი მადრიდსა და ჰამბურგში პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted