მოგზაურობისას ხარისხიანი მობილური კავშირგაბმულობის სერვისის გამოყენება საკმაოდ სასარგებლო ასპექტია. სხვადასხვა საერთაშორისო აეროპორტებში თქვენ შეგიძლიათ მოიხმაროთ უფასო WIFI და მსგავსი სერვისები, თუკი თან გაქვთ საერთაშორისო ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი.

თანაც, თუკი მაგალითად თქვენი ტრანსფერისთვის გამოძახებულ მძღოლთან გსურთ დარეკვა და დეტალების შეთანხმება, ან რაიმე გადაუდებელი საკითხის მოგვარება გჭირდებათ, როუმინგით სარგებლობა და ზოგადად უცხოურ ნომრებთან მისაღები ტარიფებით საუბარი მართლაც მოსახერხებელი რამ გახლავთ. სწორედ ასეთ კომფორტსა და იდეალურ სერვისებს გთავაზობთ კომპანია გლობალსელი.

ეს გახლავთ პროფესიონალური დონის ქართული კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს საერთაშორისო ქსელში ჩართულ სიმ-ბარათებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით GlobalCell ისეთი სასარგებლო სიახლეებით გამოირჩევა, როგორიცაა მაგალითად ფასდაკლებები სტუდენტებისათვის და მრავალი საზაფხულო აქციები.

მათთან შეძენილი ევროპული, ქართული, ამერიკული ან თუნდაც ბრიტანული ნომრებით თქვენ მიიღებთ როუმინგით უფასო ზარების განხორციელების შესაძლებლობასაც.

გლობალსელი დაარსების დღიდან მოყოლებული ყოველთვის გამოირჩეოდა მუდმივად ინოვაციური მიდგომითა და სიახლეების დანერგვის მოწოდებით, რის გამოც მისმა წარმომადგენლებმა მალევე შეძლეს დაფარვის ზონის გაფართოება და იმ ქვეყნების სიის გაზრდა, რომლიდანაც უფასოა მათ სიმ-ბარათზე შემომავალი ზარის განხორციელება.

სწორედ ამიტომ, ისინი წარმატებით ანხორციელებენ საერთაშორისო სიმ-ბარათების რეალიზაციასა და ასევე წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებულ ქართულ მობილურ ოპერატორსა და ფიქსირებული ქსელის პროვაიდერს. სწორედ ამიტომ, 2009 წლიდან მოყოლებული გლობალსელი წარმატებით სთავაზობს კლიენტებს ხარისხიან და იაფ როუმინგის სერვისებს.

წარმატებული ქართული კომპანია 100 000-მდე აბონენტსა და უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებზს ემსახურება, ასევე იურიდიულ პირებსა და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. გლობალსელი აღნიშნულ მომხმარებლებსა და საცალო კლიენტებს ისეთ სასარგებლო სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა Direct Sim, M2M SIM, სიმ ბარათი ევროპული და ქართული ნომრით, სიმ სტანდარტი და Cash Back Sim-Card-ი.

ასევე, გლობალსელი გთავაზობთ სტანდარტულ სიმ-ბარათებსაც. შესაბამისად, მათი მომსახურეობით სარგებლობისას თქვენ შეძლებთ მიიღოთ სრული და საკმაოდ კომფორტული სერვისი.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ხორვატიის მიმართულებით
შემდეგი სტატიაWizz Air-მა იტალიის მიმართულებით რეისები შეამცირა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments