დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ერთდღიან პრომოაქციას აცხადებს. მხოლოდ დღეს, 2025 წლის 21 ოქტომბერს, მგზავრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ 15%-მდე ფასდაკლებით შერჩეულ რეისებზე გერმანიის, შვეიცარიისა და საფრანგეთის მიმართულებით.
აქცია ძალაშია 21 ოქტომბრის 00:00 საათიდან 23:59 საათამდე (CET) და ვრცელდება მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ან WIZZ-ის მობილურ აპლიკაციაში გაკეთებულ ჯავშნებზე.
ავიაკომპანია wizz air georgia -ს ინფორმაციით, 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ავიაბილეთის ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებელს.
ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია მოგზაურობის პერიოდისთვის 2025 წლის 12 ოქტომბრიდან 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ პრომოაქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე.
ქუთაისი პარიზი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 ოქტომბერი 2025 | 30 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 696 -დან |
13 ნოემბერი 2025 | 16 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 524 -დან |
4 დეკემბერი 2025 | 7 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 470 -დან |
1 იანვარი 2026 | 8 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 501 -დან |
ასე რომ, თუ ზამთრის სეზონზე (2026 წლის 31 იანვრამდე) გერმანიის , საფრანგეთის ან შვეიცარიის მონახულებას გეგმავთ, არ გაუშვათ ეს შანსი – იჩქარეთ და დაჯავშნეთ ავიაბილეთები დღის ბოლომდე, რომ ისარგებლოთ 15%-მდე ფასდაკლებით.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907