mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air უნგრეთის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლებას აცხადებს. პრომოაქცია მოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 23 ოქტომბერს, 00:00-დან 23:59 საათამდე.

10%-იანი ფასდაკლება გამოიყენება მხოლოდ ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ უნგრეთის მიმართულებით (და პირიქით) შერჩეულ რეისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია wizz air -ისა და WIZZ მობილურ აპლიკაციაში პრომოაქციის პერიოდში.

საყურადღებოა, რომ მგზავრობის პერიოდი შეზღუდულია და ფრენები უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე. აქცია არ მოქმედებს 2024 წლის 19 დეკემბრიდან 2025 წლის 6 იანვრის პერიოდის ფრენებზე. ასევე, პრომოაქცია მოქმედებს მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც შესრულდება ვიზეარის ვებ-გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში და არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე.

ავიაკომპანია ვიზეარი უნგრეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბუდაპეშტის მიმართულებით გვთავაზობს. რეისები ამ დროისათვის კვირაში სამი სიხშირით, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას ახორციელებს.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 ნოემბერი 202428 ნოემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
4 დეკემბერი 202414 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 395 -დან
1 იანვარი 20254 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 341 -დან

 

ბუდაპეშტიბუდაპეშტი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ისტორიულად მდიდარი ქალაქია ევროპაში, სადაც იდეალურა ერწყმის ერთმანეთს კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ცხოვრება.

ქალაქი ცნობილია უნიკალური არქიტექტურით, როგორიცაა გოთიკური სტილის პარლამენტის შენობა და ჯაჭვის ხიდი, რომელიც ბუდასა და პეშტს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი თერმული აბანოები, როგორიცაა სეჩენისა და გელერტის აბანოები, დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალური ადგილი.

ბუდაპეშტს ასევე აქვს მდიდარი კულინარიული ტრადიცია, უნგრული სამზარეულო და ღვინოები, ხოლო ღამით განათებული დუნაის სანაპირო საოცარ ხედებს გთავაზობთ. ქალაქი მიმზიდველია როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ასევე თანამედროვე გართობისა და კულტურული თავგადასავლების მაძიებლებისთვის.

დაჯავშნე ბუდაპეშტის ავიაბილეთები ყველაზე იაფად დღესვე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია AirBaltic 16 ახალ მიმართულებას დაამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments