Wizz Air -ის აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ტიშნერის თქმით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და დამატებითი აეროპორტების განხილვაც მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს პერიოდში ფრენებს კვლავ მხოლოდ ქუთაისის აეროპორტი –დან განახორციელებენ.
“გვინდა გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი საქართველოში. თარიღებზე ზუსტ პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნის ბაზარზე ჩვენი აქტიურობის გაზრდა გვსურს. Wizz Air-ს ამჟამად 300-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის შეკვეთა აქვს, რაც ჩვენი ფლოტის ზომას გააორმაგებს. საქართველო მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს, ტურიზმის სექტორი ვითარდება, და მგზავრთა რაოდენობა მზარდია.”
Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 23 ივნისი 2025 | 29 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 281 -დან |
ბარსელონა | 20 მარტი 2026 | 23 მარტი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 799 -დან |
ბერლინი | 30 ოქტომბერი 2025 | 6 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 688 -დან |
ბრიუსელი | 5 ოქტომბერი 2025 | 12 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 655 -დან |
ბუდაპეშტი | 30 დეკემბერი 2025 | 10 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 298 -დან |
დორტმუნდი | 14 ოქტომბერი 2025 | 4 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 591 -დან |
მემინგენი | 1 ნოემბერი 2025 | 13 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 558 -დან |
ფრანკფურტი | 8 დეკემბერი 2025 | 15 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 486 -დან |
ჰამბურგი | 24 ივნისი 2025 | 19 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 815 -დან |
კატოვიცა | 25 დეკემბერი 2025 | 6 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 522 -დან |
ტიშნერის თქმით, საქართველოს მთავრობასთან და ქუთაისის აეროპორტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ, რათა არსებული გამოწვევები დაძლიონ.
“ქუთაისის აეროპორტი ძალიან კარგია, და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ბუნებრივია, სირთულეები ყველა აეროპორტში არსებობს და ქუთაისიც გამონაკლისი არ არის. ცოტა ხნის წინ, თოვლიანი ამინდის გამო, გარკვეულმა აღჭურვილობამ ისე ვერ იმუშავა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ საკითხზეც ვიმუშავეთ. ზოგადად, აეროპორტის გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.”
ამასთან, Wizz Air ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდასაც განიხილავს.
“2025 წელს ქუთაისის ბაზაზე მეოთხე თვითმფრინავს დავამატებთ. გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა ახლა შევძლებთ ამ ბაზისთვის მეოთხე თვითმფრინავის დაბრუნებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჰამბურგის და მადრიდის მიმართულებებზე ფრენების აღდგენას და ლიონში ახალი რეისის დამატებას.” – აცხადებს როლანდ ტიშნერი.
8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907