ავიაკომპანია Georgian Airways 2025 წლის აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისის აეროპორტი -დან ახალი ევროპული მიმართულებებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. კერძოდ, იტალიის ქალაქ რომსა და ფორლიში.

ფორლის მიმართულებით პირველი რეისი 24 აპრილსაა ჩანიშნული და იგი ყოველ ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო რომის (ფიუმიჩინოს აეროპორტი) მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

შესაბამისად, იტალიის მიმართულებით Georgian Airways-ის რეისები განხორციელდება:

  • მილანი – კვირაში 3-ჯერ
  • რომი – კვირაში 2-ჯერ
  • ფორლი – კვირაში 1-ჯერ

პირდაპირი რეისები განხორციელდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767“ ტიპის ავიახომალდებით.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი16 ივლისი 202523 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 533 -დან
ფორლი24 ივლისი 202514 აგვისტო 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 397 -დან
ლარნაკა17 ივლისი 202519 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 617 -დან
ნიცა13 ოქტომბერი 202520 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 314 -დან
ნოვოსიბირსკი8 აგვისტო 202519 აგვისტო 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 452 -დან
რომი21 ივლისი 202528 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 140 -დან

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პარიზისა და ნიცის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება და კვირაში ოთხჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, Georgian Airways განაგრძობს ოპერირებას ევროპის სხვა პოპულარულ ქალაქებში, მათ შორის:

  • ვენა
  • ამსტერდამი
  • ბერლინი
  • ლარნაკა

ავიაკომპანია დღის საათებში ასრულებს ფრენებს, რაც მგზავრებისთვის მეტი კომფორტის გარანტია. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ქუთაისის აეროპორტში განვითარებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაპირდაპირი ფრენები თბილისიდან ევროპის ახალ მიმართულებებზე
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments