Wizz Air -ის აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ტიშნერის თქმით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და დამატებითი აეროპორტების განხილვაც მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს პერიოდში ფრენებს კვლავ მხოლოდ ქუთაისის აეროპორტი –დან განახორციელებენ.

“გვინდა გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი საქართველოში. თარიღებზე ზუსტ პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნის ბაზარზე ჩვენი აქტიურობის გაზრდა გვსურს. Wizz Air-ს ამჟამად 300-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის შეკვეთა აქვს, რაც ჩვენი ფლოტის ზომას გააორმაგებს. საქართველო მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს, ტურიზმის სექტორი ვითარდება, და მგზავრთა რაოდენობა მზარდია.”

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens29 November 20262 December 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
Barcelona7 December 202611 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 340 -დან
Brussels10 November 202617 November 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
Bratislava14 January 202719 January 2027Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
Budapest3 December 20266 December 2026Wizz Airავიაბილეთები 258 -დან
Dortmund19 November 202626 November 2026Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Memmingen18 November 202623 November 2026Wizz Airავიაბილეთები 313 -დან
Frankfurt1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 331 -დან
Hamburg4 May 202711 May 2027Wizz Airავიაბილეთები 646 -დან

 

ტიშნერის თქმით, საქართველოს მთავრობასთან და ქუთაისის აეროპორტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ, რათა არსებული გამოწვევები დაძლიონ.

“ქუთაისის აეროპორტი ძალიან კარგია, და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ბუნებრივია, სირთულეები ყველა აეროპორტში არსებობს და ქუთაისიც გამონაკლისი არ არის. ცოტა ხნის წინ, თოვლიანი ამინდის გამო, გარკვეულმა აღჭურვილობამ ისე ვერ იმუშავა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ საკითხზეც ვიმუშავეთ. ზოგადად, აეროპორტის გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.”

ამასთან, Wizz Air ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდასაც განიხილავს.

“2025 წელს ქუთაისის ბაზაზე მეოთხე თვითმფრინავს დავამატებთ. გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა ახლა შევძლებთ ამ ბაზისთვის მეოთხე თვითმფრინავის დაბრუნებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჰამბურგის და მადრიდის მიმართულებებზე ფრენების აღდგენას და ლიონში ახალი რეისის დამატებას.” – აცხადებს როლანდ ტიშნერი.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის ზაფხულის აქცია – ავიაბილეთები 129 ლარიდან!
შემდეგი სტატიაGeorgian Airways იტალიის ქალაქებში, რომსა და ფორლიში ფრენებს იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted