Wizz Air -მა 2024 წლის აგვისტოში წარდგენილი “All You Can Flyსერვისის გაფართოება გადაწყვიტა, რათა ის მეტი მგზავრისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აბონემენტების გაყიდვა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყება და 15 000 ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისი შეძენის.

შეგახსენებთ, რომ ვიზეარის 2024 წლის აგვისტოში წარადგინა ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წლიურად 499 ევროს გადასახადის სანაცვლოდ, შეუზღუდავი რაოდენობის ფრენები განახორციელონ. შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ფრენაზე დამატებით 9.99 ევროა გადასახდელი, ხოლო დამატებით ბარგის გადატანა კი ფასიანია. ფრენების დაჯავშნა შესაძლებელია გამგზავრებამდე 72 საათით ადრე, რაც პროგრამას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სპონტანური მოგზაურობის მოყვარულთათვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი6 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 199 -დან
ბარსელონა2 თებერვალი 20266 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 378 -დან
ბერლინი25 იანვარი 202629 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 237 -დან
ბრიუსელი25 იანვარი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბრატისლავა28 იანვარი 20266 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 176 -დან
ბუდაპეშტი28 მარტი 202611 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
დორტმუნდი3 მარტი 202610 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 357 -დან
მემინგენი19 თებერვალი 202624 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 199 -დან
ფრანკფურტი30 იანვარი 20269 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ჰამბურგი10 თებერვალი 202617 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან

 

პროგრამის დაწყებისთანავე, Wizz Air-მა 10,000 აბონემენტი გაყიდა, რაც მომხმარებელთა დიდ ინტერესზე მიუთითებს. თუმცა, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, აღნიშნული პროგრამა “მარკეტინგულ ხრიკად” შეაფასა, რადგან მისი აზრით, 72 საათით ადრე დაჯავშნის შესაძლებლობა შეზღუდავს ადგილების ხელმისაწვდომობას. Wizz Air-ის წარმომადგენლებმა ეს კრიტიკა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათი საშუალო დატვირთულობა 90-95%-ს შეადგენს, რაც საკმარის ადგილებს ტოვებს აბონემენტების მფლობელებისთვის.

მიუხედავად კრიტიკისა, Wizz Air-ის “All You Can Fly” პროგრამა ინოვაციურ ნაბიჯად ითვლება ავიაციის ინდუსტრიაში, რაც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ავიაკომპანიებს შორის კონკურენციას ზრდის.

დაჯავშენე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე დაგვიკავშირდი ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ის მილანის რეისი ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის აეროპორტში დაბრუნდა
შემდეგი სტატიაSKY express -მა თბილისი ათენის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments