ბევრი ადამიანი, როდესაც ფრენას გეგმავს, ბილეთის ყიდვისთანავე ცდილობს თვითმფრინავში კონკრეტული ადგილი აირჩიოს. მაგალითად, თუ თბილისიდან დორტმუნდიმიმართულებით მიემგზავრებით და ავიაკომპანია ვიზიარით (Wizz Air) ფრენას გეგმავთ, სავარაუდოდ რეგისტრაციის დროს სისტემაც შემოგთავაზებთ ადგილის არჩევას.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca17 March 202724 March 2027ავიაბილეთები 83 -დან
Poznan26 December 20269 January 2027ავიაბილეთები 138 -დან
Thessaloniki21 December 20261 January 2027ავიაბილეთები 142 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027ავიაბილეთები 146 -დან
Athens18 January 202722 January 2027ავიაბილეთები 197 -დან
Milan4 February 202711 February 2027ავიაბილეთები 212 -დან

თუმცა გამოცდილ მგზავრებს ხშირად სხვა სტრატეგია აქვთ. ისინი არ ჩქარობენ ადგილის წინასწარ არჩევას და ხშირად რეგისტრაციის ბოლო წუთებამდე ელოდებიან. ამის მიზეზი მარტივია, სწორედ ამ დროს (რეგისტრაციის ბოლოს) შეიძლება უფრო კომფორტული ადგილი გამოჩნდეს.

როგორ ანაწილებს ავიაკომპანიის სისტემა ადგილებს?

საქმე იმაშია, რომ ავიაკომპანიების სისტემები ადგილებს ყოველთვის ერთნაირად არ ანაწილებს. როდესაც რეგისტრაცია იხსნება, სისტემა ხშირად პირველ რიგში ანაწილებს იმ ადგილებს, რომლებიც მგზავრებისთვის ნაკლებად სასურველია, მაგალითად შუა ადგილებს. ამიტომ ხდება ისე, რომ ვინც რეგისტრაციას ძალიან ადრე გაივლის, ხშირად სწორედ ასეთ ადგილს იღებს.

გამოცდილი მოგზაურებმა ეს ძალიან კარგად იციან. მათ იციან, რომ ფრენის მოახლოებასთან ერთად ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ზოგჯერ მგზავრი ფრენას აუქმებს, ზოგჯერ ადგილს ცვლის და საბოლოოდ უფრო კომფორტული ადგილებიც თავისუფლდება.

სწორედ ამიტომ ბევრი მათგანი რეგისტრაციას ბოლო მომენტამდე აჭიანურებს. ამ დროს არსებობს შანსი, რომ სისტემა ავტომატურად უკეთეს ადგილს დაგინიშნავთ, მაგალითად ფანჯარასთან ან რიგში, სადაც ფეხებისთვის მეტი სივრცეა.

Airplane cabin with blue seats and overhead bins

შესაძლებელია თუ არა უკეთეს ადგილზე გადაჯდომა ბორტზე?

კიდევ ერთი პატარა ხრიკი, რომელსაც ხშირი მოგზაურები იყენებენ, არის თვითმფრინავში შედარებით გვიან ასვლა. როდესაც თითქმის ყველა მგზავრი უკვე ბორტზეა, ხშირად ჩანს, რომ გარკვეული ადგილები მაინც თავისუფალია. ასეთ დროს შეგიძლიათ უბრალოდ ჰკითხოთ ბორტგამცილებელს, შესაძლებელია თუ არა სხვა ადგილას გადაჯდომა. თუ ფრენა სრულად დატვირთული არ არის, ხშირად ისინი თანხმდებიან.

რატომ არის სასარგებლო თვითმფრინავის სქემის წინასწარ ნახვა?

გამოცდილი მგზავრები კიდევ ერთ რამეს აკეთებენ, ისინი წინასწარ ამოწმებენ თვითმფრინავის სქემას. სპეციალური საიტების დახმარებით შესაძლებელია ნახოთ, რომელი რიგებია უფრო კომფორტული და სად არის მეტი სივრცე ფეხებისთვის. ასეთი დეტალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელ ფრენებზე.

რომელ ფრენებზეა უკეთესი ადგილის მიღების მეტი შანსი?

ასევე მნიშვნელოვანია ფრენის დრო. მაგალითად, შუა კვირის ფრენები ან ძალიან ადრე დილით შესრულებული რეისები ხშირად ნაკლებად დატვირთულია. ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავში თავისუფალი ადგილებიც უფრო ხშირად გვხვდება.

და ბოლოს, ერთი ძალიან მარტივი რამ-თავაზიანობა. აეროპორტის თანამშრომლები და ბორტგამცილებლები ყოველდღიურად ასობით მგზავრს ემსახურებიან. მშვიდი და მეგობრული საუბარი ხშირად ბევრად მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე დაძაბული მოთხოვნები.

პატარა დეტალები, რომლებიც ხშირად წყვეტს ყველაფერს

ხშირი მოგზაურები სწორედ ამას ამბობენ: თვითმფრინავში კარგი ადგილი ყოველთვის მხოლოდ დამატებითი თანხით არ მიიღება. ზოგჯერ ცოტა მოთმინება და სწორი დროის შერჩევა საკმარისია იმისთვის, რომ ფრენა ბევრად უფრო კომფორტული გახდეს.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ცა „ოქროს დერეფნად“: რამდენს გამოიმუშავებს ქვეყანა ფრენებიდან
შემდეგი სტატიასაიდუმლო ოთახები ცაში: სად სძინავთ ბორტგამცილებლებს გრძელი ფრენების დროს?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted