მოგზაურობისას ყველას გვინევიულია და გვიფიქრია, თუ რისი ატანა შეიძლება თვითმფრინავში. თითოეულ ჩვენგანს გვქონია მომენტი, როდესაც აეროპორტის უსაფრთხოებს შემოწმებისას ვღელავდით: „ნეტავ ჩემს საყვარელ სუნამოს გადამაგდებინებენ?“ ან „შემიძლია თუ არა კრემის ატანა?

თუ მაგალითად, ქუთაისი პოზნანი ავიაბილეთები გაქვთ შეძენილი და გინდათ, რომ თქვენი მოგზაურობა მშვიდად დაიწყოს და მშიდავდე გაგრძელდეს, ჩვენ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციასა და გზამკვლევს, იმის შესახებ, თუ რისი ატანა არის დაშვებული თვითმფრინაში ხელბარგით და რა წესები უნდა დაიცვათ.

სითხეები და ჰიგიენის საშუალებები

მთავარია გვახსოვდეს მთავარი წესი – 100 მლ

  • 100 მლ-ის ლიმიტი – ნებისმიერი სითხე, გელი ან აეროზოლი უნდა იყოს მოთავსებული არაუმეტეს 100 მლ მოცულობის კონტეინერში.
  • გამჭვირვალე პარკი – ყველა ეს კონტეინერი უნდა ჩაატიოთ ერთ ცალ, 1 ლიტრიანი მოცულობის გამჭვირვალე, თავშეკრულ პარკში (Zip-lock).
  • ერთ მგზავრზე – დაშვებულია მხოლოდ ერთი ასეთი პარკი.

კონკრეტული ჰიგიენის ნივთები, რომელთა ატანაც შეგიძლიათ:

  • კბილის პასტა – ითვლება სითხედ/გელად (უნდა იყოს <100მლ).
  • დეოდორანტი – მყარი სტიკი (შეზღუდვის გარეშე), როლერი ან აეროზოლი (ექვემდებარება 100 მლ წესს).
  • შამპუნი და ტანის გელი – მხოლოდ მცირე, სამოგზაურო შეფუთვებში.
  • კოსმეტიკა – ტუში, ტონალური კრემი, ტუჩის საცხი (თხევადი), კრემები, ყველა მათგანი სითხედ ითვლება.
  • საპარსი საშუალებები – ერთჯერადი სამართებლები (სადაც პირი დახურულია) დაშვებულია. ელექტრო საპარსები ასევე დაშვებულია.

აუცილებელია იცოდეთ, რომ აკრძალულია ძველებური სამართებლები ორმხრივი პირით, რომელიც იხსნება.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა21 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 130 -დან
ბრატისლავა12 აპრილი 202615 აპრილი 2026ავიაბილეთები 192 -დან
სალონიკი23 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 198 -დან
ათენი20 მაისი 202621 მაისი 2026ავიაბილეთები 200 -დან
ვენეცია12 მაისი 202615 მაისი 2026ავიაბილეთები 201 -დან
პოზნანი23 მაისი 202626 მაისი 2026ავიაბილეთები 232 -დან
ვარშავა17 აპრილი 202627 აპრილი 2026ავიაბილეთები 232 -დან
მილანი4 მაისი 20268 მაისი 2026ავიაბილეთები 268 -დან
ბუდაპეშტი24 აპრილი 202628 აპრილი 2026ავიაბილეთები 275 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027ავიაბილეთები 276 -დან

ელექტრონიკა და ტექნიკა

თანამედროვე სამყაროში ლეპტოპისა და ტელეფონის გარეშე მგზავრობა წარმოუდგენელია. გაგახარებთ და გეტყვით, კარგი ამბავი ისაა, რომ თითქმის ყველა ტექნიკა სალონში უნდა გქონდეთ.

  • Power Bank (დამტენი): ეს აუცილებლად ხელბარგში უნდა გედოთ! მისი ჩაბარება რეგისტრირებულ ბარგში (ბარგულში) კატეგორიულად აკრძალულია ხანძრის რისკის გამო.
  • ლეპტოპი და პლანშეტი: უსაფრთხოების შემოწმებისას ისინი ჩანთიდან ცალკე უნდა ამოიღოთ.
  • ფოტოაპარატი: უნდა ვთქვათ, რომ ფოტოაპარტების დაშვებულია.
  • ელექტრო სიგარეტი (Vape/IQOS): მხოლოდ ხელბარგში! თუმცა, გახსოვდეთ, რომ ბორტზე მათი გამოყენება და დატენვა მკაცრად აკრძალულია.

მედიკამენტები

წამლების ატანა თვითმფრინავში დაშვებულია და ხშირად აუცილებელიც.

  • აბები და კაფსულები: შეზღუდვა არ ვრცელდება.
  • თხევადი წამლები: თუ წამალი 100 მლ-ზე მეტია, შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) წარდგენა ინგლისურ ენაზე.
  • ინსულინი და შპრიცები: აუცილებელია სამედიცინო ცნობის თანქონა.

საკვები და სასმელი

ბევრს ჰგონია, რომ საკვების შეტანა აკრძალულია, რაც არასწორია.

  • მყარი საკვები: სენდვიჩები, ხილი, თხილეული, შოკოლადი, ნამცხვარი – თავისუფლად შეგიძლიათ აიტანოთ.
  • აკრძალული საკვები (სითხის წესი): თაფლი, მურაბა, იოგურტი, რბილი ყველი (მაგ: ბრი), წვნიანი – ეს ყველაფერი სითხედ ითვლება და 100 მლ-ზე მეტი მოცულობის შემთხვევაში ჩამოგართმევენ.

ბავშვის საკვები

თუ მცირეწლოვან ბავშვთან (2 წლამდე) ერთად მგზავრობთ, 100 მლ-იანი შეზღუდვა სითხეებზე არ ვრცელდება.

  • შეგიძლიათ აიტანოთ რძე, წყალი და ბავშვის თხევადი საკვები იმ რაოდენობით, რაც ფრენის დროს დაგჭირდებათ. უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლოა გთხოვოთ მისი გახსნა ან შემოწმება.

Duty Free-ს შენაძენები

აეროპორტის „Duty Free“ ზონაში ნაყიდი სითხეები (სუნამო, სასმელი) შეგიძლიათ აიტანოთ ბორტზე, მაშინაც კი, თუ ისინი 100 მლ-ზე მეტია.

  • მთავარი პირობა: ნივთი უნდა იყოს სპეციალურ დალუქულ პარკში, ჩეკთან ერთად. არ გახსნათ პარკი დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე.

საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა და ვთქვათ, რომ მგზავრობისთვის მომზადება გაცილებიტ მარტივია, როცა ზუსტად ვიცით წესები. მთავარია გვახსოვდეს ის ოქროს წესები, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია და არ ჩავდოთ პორტატული დამტენი ჩასაბარებელ ბარგში.

გახსოვდეთ, რომ კონკრეტულ ავიაკომპანიებს მაგალითად: ვიზიარი ან პეგასუსი, შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული მოთხოვნები ხელბარგის ზომასა და წონაზე, ამიტომ ბილეთის შეძენამდე ყოველთვის გადაამოწმეთ დეტალები.

ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში4 მისტიკური ადგილი ევროპაში, რომელიც ტურისტებს იზიდავს
შემდეგი სტატიაადგილები ევროპაში, სადაც ავიაციის ისტორია ცოცხლდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments