საფრაგეთის რესპუბლიკამ  ქვეყანაში შესვლისთვის ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება. იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც აუცილებელია შენგენის საზღვრის გადასაკვეთად, მგზავრებმა უკვე უნდა წარადგინონ სამედიცინო დაზღვევა.

სამედიცინო დაზღვევა მთლიანი მოგზაურობის განმავლობაში უნდა იყოს მოქმედი და შესრულებული ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველანირი სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, ასევე, სამედიცინო გადაყვანის ღირებულებაც.

უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შევლისას, ნებისმიერმა პირმა, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელია განსაზღვრული საბუთები უნდა წარუდგინოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს.

ეს საბუთებია: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი და ასევე, უნდა დაადასტუროს ფინანსური უზრუნველყოფა მოგზაურობისას.

საფრანგეთში შესვლისას კი ამ დოკუმენტებთან ერთად  უკვე სავალდებულო იქნება სამეციდინო დაზღვევის წარდგენაც, რომლის არ ქონის შემთხვევაში შესაძლოა ამ ქვეყანაში შესვლაზე უარი მიიღოთ.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 ივნისი 202522 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 715 -დან
10 ივლისი 202517 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 954 -დან
10 აგვისტო 202524 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 857 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიჩეხეთის ვიზა / Chexetis viza
შემდეგი სტატიამექსიკის ვიზა / meqsikis viza
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments