საქართველოში ოპერირებას ოთხი ახალი ავიაკომპანია იწყებს და ამასთან ერთად, 5 ახალი პირდაპირი ავიამიმართულება ემატება. გაზაფხულიდან ფრენებს საქართველოს მიმართულებით British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France დაიწყებენ.

  • British Airways რეგულარულ ფრენებს ლონდონი თბილისი თბილისი ლონდონი -ს მიმართულებით 30 მარტიდან იწყებს. რეისები კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება. ავიაბილეთის ფასი ეკონომ კლასში 114 ევროდან, ხოლო ბიზნეს კლასში 406 ევროდან იწყება.
  • easyJet 31 მარტიდან შემოგვთავაზებს პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ლონდონის, ჟენევისა და მილანი მიმართულებით. ავიაბილეთების ფასები მიმართულების მიხედვით 34-180 ევროს ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, თბილისი მილანი ს მარშრუტზე ავიაბილეთების ფასი ამ დროისათვის 34 ევროდან იწყება და 104 ევროს აღწევს.
  • Edelweiss საქართველოს ავიაბაზარზე 12 აპრილიდან შემოდის და თბილისი ციურიხი ციუხრიხი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება, ხოლო ბილეთის ფასი 190-450 ევროს ფარგლებში იქნება.
  • Transavia France 9 აპრილიდან შეასრულებს ფრენებს პარიზი თბილისი თბილისი პარიზი ს მიმართულებით. ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ავიაბილეთის საშუალო ფასი 153 ევროს შეადგენს.

easyJet პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Geneva24 November 20261 December 2026easyJetავიაბილეთები 263 -დან
London24 December 202631 December 2026easyJetავიაბილეთები 624 -დან

 

აღსანიშნავია, ისიც რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია Wizz Air 3 ახალ მიმართულებაზე ამატებს პირდაპირ რეისებს: ლიონი, ჰამბურგი და მადრიდი.

ფრენების დაწყების თარიღები:

  • 15 აპრილი – Wizz Air იწყებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისი ჰამბურგი –ს მიმართულებით.
  • 29 აპრილი – Wizz Air შეასრულებს პირველ პირდაპირ რეისს ქუთაისი მადრიდი -ს მარშრუტზე.
  • 3 ივნისი – Wizz Air რეგულარულ ფრენებს დაიწყებს ქუთაისი ლიონი -ს მიმართულებით.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens22 November 202625 November 2026Wizz Airავიაბილეთები 159 -დან
Barcelona13 January 202717 January 2027Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
Berlin20 September 202623 September 2026Wizz Airავიაბილეთები 424 -დან
Brussels1 November 20265 November 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 275 -დან
Budapest5 December 202610 December 2026Wizz Airავიაბილეთები 284 -დან

 

ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჰაერო კავშირებს და გაზრდის მგზავრთა არჩევანის შესაძლებლობას. British Airways, Transavia France, easyJet და Edelweiss-ის მიერ შეთავაზებული ახალი პირდაპირი რეისები გაზრდის მგზავრთნაკადს და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას. ავიაბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასები კი მგზავრებს მეტ შესაძლებლობას მისცემს, კომფორტულად და ხელსაყრელი ტარიფებით იმოგზაურონ ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. ამ სიახლეს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ქვეყნის ავიაციის სექტორზე, ასევე ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც საქართველოს საჰაერო ბაზრის ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

დაეგეგმეთ მოგზაურობა მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება – რა უნდა იცოდეთ ETIAS-ის შესახებ?
შემდეგი სტატიაPegasus Airlines-ის სპეციალური აქცია – იფრინე 79 ლარიდან!
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted