2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მოქალაქეებზეც. უფრო კონკრეტულად, 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1.4 მილიარდ მოქალაქეს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ, მოუწევთ ETIAS-ის გავლა შენგენის ქვეყნებში და კვიპროსში მოგზაურობისთვის.

ETIAS წარმოადგენს ონლაინ ავტორიზაციის პროცესს, რომელიც 180 დღის განმავლობაში საშუალებას აძლევს პირებს დარჩნენ ევროპის 30 ქვეყანაში მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში. განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება ETIAS-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სისტემაში რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • მოქმედი პასპორტი, რომლის ვადაც მინიმუმ 3 თვეს აღემატება;
  • მოქმედი ელფოსტის მისამართი;
  • ონლაინ ფორმის შევსება;
  • 7 ევროს ოდენობის მოსაკრებლის გადახდა.

თუმცა, 18 წლამდე და 70 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის ავტორიზაცია უფასოა.

შენგენის ზონის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი , გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია , ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, რუმინეთი.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty12 October 202619 October 2026FlyArystanავიაბილეთები 787 -დან
Athens6 November 20269 November 2026Wizz Airავიაბილეთები 240 -დან
Barcelona25 December 202630 December 2026Wizz Airავიაბილეთები 406 -დან
Berlin24 December 202631 December 2026Wizz Airავიაბილეთები 425 -დან
Brussels27 October 20265 November 2026Wizz Airავიაბილეთები 289 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
Budapest5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 295 -დან
Dortmund10 December 202617 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Memmingen14 October 202611 November 2026Wizz Airავიაბილეთები 261 -დან
Frankfurt21 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 246 -დან

გაცემული ავტორიზაცია მოქმედი იქნება 3 წლის განმავლობაში, თუმცა, თუ ამ პერიოდის განმავლობაში პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, ახალი განაცხადის გაკეთება გახდება აუცილებელი.

განაცხადების უმეტესობა წუთებში მუშავდება, თუმცა, შესაძლოა, პროცესი გახანგრძლივდეს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე, ხოლო ინტერვიუს დანიშვნისას – 30 დღემდე. შესაბამისად, რეკომენდებულია განაცხადის გაკეთება მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე.

აღსანიშნავია, რომ ევროპა პირველი არ არის, ვინც მსგავსი სისტემა აამოქმედა – მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოდელი უკვე მოქმედებს აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი
შემდეგი სტატიასაქართველოში British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France იწყებს ოპერირებას
5 1 vote
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Guest
Star Lord
1 year ago

გაუნათლებლობა ადამიანები შეცდომაში შეყავთ. ბულგარეთი და რუმინეთი შენგწნის ზონებს მიეკუთვნებიან. ჯერ გადაამოწმეთ ინფორმაცია და მერე აწკაპუნეთ კლავიატურაზე.