საქართველოს ავია ბაზარი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანიის დაინტერესებას იწვევს. ვიზალირებალიზაციის შემდეგ ქართული ტურიზმი მართლაც ძალიან გააქტიურდა და ამიტომაც, მსგავსი დონის ინტერესის ზრდა გასაკვირი საერთოდაც არ არის. თუმცა, თითქმის ყოველ სეზონზე ქართველი მოგზაურებისათვის ახალი ავიაკომპანიების რეისების დამატება მაინც ყოველთვის სასიამოვნო და მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ბაზებიდან უკვე არაერთი უცხოური ავიაკომპანია ოპერირებს. თუმცა, მათი რიცხვი თანდათანობით სულ უფრო და უფრო გრძელი და შთამბეჭდავი ხდება. ქართულ ავია სივრცეში უკვე შემოვიდნენ ისეთი დიდი და ცნობილი ნაციონალური ფლაგმანები, როგორიცაა მაგალითად Air France. აღსანიშნავია, რომ ქართული ავია ბაზრით არამარტო ევროპის წამყვანი ავია ხაზები, არამედ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ცნობილი ავია კომპანიებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი.

რაც მთავარია, ქვეყნის მთავარი აეროპორტი სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამჯერადაც ყურადღების ცენტრშია, რადგან ამ ლოკაციიდან სულ მალე კიდევ ერთი მიმართულებით იქნება გაფრენა შესაძლებელი. თანაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს აღნიშნული რეისი პირდაპირ დანიშნულების ადგილას ჩააფრენს.

საქართველოს დედაქალაქში განთავსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ამჯერად ახალი მიმართულებით ფრენის დაწყებას უზბეკური ავია კომპანია გეგმავს. Uzkebistan Airways თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. ზაფხულის სეზონიდან უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავია კომპანია კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და კვირას დაიწყებს ახალი მიმართულებით ფრენას.

თბილისი ტაშკენტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
24 September 20264 October 2026DirectCentrum Airავიაბილეთები 834 -დან
2 October 202611 October 2026DirectUzbekistan Airwaysავიაბილეთები 828 -დან
6 November 202616 November 2026DirectCentrum Airავიაბილეთები 899 -დან
14 December 20268 January 2027DirectCentrum Airავიაბილეთები 910 -დან
25 January 202729 January 2027DirectCentrum Airავიაბილეთები 902 -დან
5 February 202726 February 2027DirectUzbekistan Airwaysავიაბილეთები 895 -დან
12 March 20272 April 2027DirectUzbekistan Airwaysავიაბილეთები 904 -დან
25 April 20272 May 2027DirectUzbekistan Airwaysავიაბილეთები 882 -დან
30 May 20275 June 20271 StopUzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 310 -დან
27 July 20272 August 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 359 -დან

ახალი პირდაპირი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 ივლისიდან დაიწყება. მათ უზბეკური ავია კომპანია Airbus 320 მოდელის თვითმფრინავით განახორციელებს. აღნიშნული ავია ხაზები 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 40 სხვადასხვა მიმართულებით ანხორციელებს აქტიურ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათი კომფორტული ავია ფლოტი 31 თვითმფრინავისგან შედგება. ასეთი სიახლე ქართველ ტურისტებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთ საინტერესო ქალაქს ესტუმრნონ მარტივად და კომფორტულად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები მალტის მიმართულებით
შემდეგი სტატიაცვლილებები აშშ-ის ვიზის მსურველთათვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
საქართველოდან რიგის, ერევნის, ფრანკფურტის და ტაშკენტი მიმართულებით ფრენები იწყება
9 months ago

[…] ავიაკომპანია Uzbekistan Airways – ი ტაშკენტსა და ბათუმს შორის […]