უკრაინის ავიახაზები მზადყოფნას გამოთქვამს თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენია საცკაიამ , უკრაინაში საქართველოს ელჩის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

დღეისათვის „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ კიევიდან თბილისის მიმართულებით დღეში
ორ ფრენას ახორციელებს. ევგენია საცკაიას თქმით კი, ისინი მზად არიან ეს რაოდენობა გაზარდონ. რაც შეეხება ბათუმის აეროპორტში ფრენების შესრულებას, რადგანაც ის სეზონური მიმართულებაა, ავიაკომპანიამ უარი განაცხადა.

ევგენია საცკაია საქართველოს აეროპორტებში მაღალი გადასახადების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აეროპორტების მფლობელების მიერ დაწესებული გადასახადები ავიაკომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

„არსებობს პრობლემა, რომელიც კიევის საერთაშორისო ავიახაზებს საქართველოში განვითარების საშუალებას არ აძლევს. თბილისსა და ბათუმში აეროპორტებში მაღალი მოსაკრებელი აქვთ, რადგან ამ აეროპორტებს უცხოური კომპანიები მართავენ. ეს მოსაკრებელი ევროპული ქალაქების აეროპორტების მოსაკრებლებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ამ გადასახადების შემცირება ავტომატურად მოგვცემდა საშუალებას, ფრენების ღირებულება შეგვემცირებინა.“ – განაცხადა ევგენია საცკაიამ.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თქმით, მათი ავიაკომპანიისათვის თბილისში ფრენები მნიშვნელოვანია, რადგან „თბილისს სატრანზიტო ეფექტი აქვს“ .

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპირველი ავიარეისი ტალინიდან ბათუმში
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბუქარესტის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments