Turkish Airlines – თურქულმა ავიაკომპანიამ ყველაზე დაბალი ტარიფის მქონე ბილეთებზე ბარგი ფასიანი გახადა. ახალი წესები საშუალო დისტანციურ, საერთაშორისო ფრენებზე ვრცელდება, როგორიცაა მაგალითად სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის რეისი. ხოლო, გრძელმაგისტრალურ რეისებზე, ბარგი ყველა ეკონომ კლასის ბილეთებში შედის.

turkish airlines

ამიერიდან ეკონომ კლასის ბილეთი (EcoFly) მოიცავს მხოლოდ მგზავრობისა და 8კგ-იანი ხელბარგის საფასურს. ხელბარგის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55x40x23 სმ-ს და შეგიძლიათ დაამატოთ ერთი პირადი ნივთი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 40x30x15 სმ-ს. პირად ნივთების ჩამონათვალში შედის: ლეპტოპი, პატარა ზომის ხელჩანთა, ვიდეოკამერა.

ასევე, ადგილის არჩევა შესაძლებებლი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის დროს, ან წინასწარ, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში.

ყველაზე იაფ ეკონომ კლასის ბილეთზე შეუძლებელია ბილეთის დაბრუნება ან გაცვლა ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც კი. მსგავსი ქმედება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ გადამზიდავი მნიშვნელოვნად შეცვლის განრიგს ან გააუქმებს ფრენას.

თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ  საშუალო მანძილის ფრენებისთვის 23 კგ-იანი  ბარგით და ადგილების წინასწარ არჩევის უფლებით, ExtraFly-ის სატარიფო გეგმის ბილეთი მხოლოდ 10 ევროთი მეტი ღირს ცალმხრივი ფრენისთვის.

Turkish Airlines-ი ერთ-ერთ უმსხვილესი გადამზიდავია ევროპულ ბაზარზე, რომელიც ყველაზე დაბალ ტარიფებზეც კი, ბოლო დრომდე აძლევდა მგზავრებს საშუალებას უფასო ბარგით ესარგებლათ საშუალო მანძილის ფრენებზე.

ეკონომ კლასის ბილეთებიდან ბარგის მოხსნა აჩენს მოლოდინს, რომ იმ  მიმართულებებზე, რომლებზეც შესაძლებელი იქნება უბარგო ბილეთების შეძენა, ფასები შემცირდება.

მანამდე კი შეგიძლიათ ბილეთები დაჯავშნოთ ჩვენს გვერდზე, ოფიციალურ საიტთან შედარებით დაბალ ფასად ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმიდან ფრენები დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Buta Airways -მა დაიწყო
შემდეგი სტატია10 რამ, რაც ბერლინში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments