თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ ბერლინის ავიაბილეთები , წინ დიდი სიამოვნება გელით. ბევრი ტურისტი ჩმოდის ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობების, არქიტექტურული ძეგლებისა თუ მუზეუმების სანახავად. ეს ქალაქი ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდებს თქვენზე.

თუ გინდათ დაუვიწყარი გახადოთ თქვენი მოგზაურობა, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ აქტივობებისა და სანახაობების შესახებ, რითაც ბერლინს ახლოდან გაიცნობთ და შეიყვარებთ. ბერლინის ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობა ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა რომ შეგიძლიათ ფეხით ან ველოსიპედით გაისეირნოთ.

1. ეწვიეთ ბრანდენბურგის კარიბჭეს

ბრანდენბურგის კარიბჭე ერთ-ერთი სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც მდებარეობს ბერლინის ცენტრში. ის არის გაერთიანებული გერმანიის სიმბოლო და დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა. სწორედ აქ იკრიბება ბერლინის მოსახლეობა რათა აღნიშნონ ახალი წელი.

2. მოინახულეთ რაიხსტაგის შენობა

Reichstag Building

ეს გერმანიის პარლამენტის შენობაა, რომლის მშენებლობაც 1884 წელს დაიწყო და 1894 წელს დასრულდა. მის სანახავად ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის. მათ უმეტესობას ამ შენობის რთული და მრავალფეროვანი ისტორია იზიდავთ, რომელიც მოიცავს გერმანიის ისტორიასა და მეორე მსოფლიო ომს. შენობის მთავარი შესასვლელის თავზე გაკეთებულია წარწერა: “გერმანელ ხალხს”.

3. ბერლინის სამუზეუმო კუნძული

Museum Island

ეს არის კუნძული, სადაც მსოფლიოში ცნობილი 5 მუზეუმია განთავსებული: პერგამონის, ბოდეს მუზეუმი, ახალი მუზეუმი, ძველი ეროვნული გალერეა და ძველი მუზეუმი. ეს კუნძული თითქმის სულ განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა კვლავ აღადგინეს და ის აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად.

4. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი

Holocaust Memorial

ეს მემორიალი მდებოარეობს ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახლოს. ის ლაბირინთის მსგავს 2000-ზე მეტი ბეტონის ფილისგანაა აგებული. მისი მნიშვნელობა დიდია. ის ეძღვნება ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ ებრაელთა ხსოვნას.

5. ბერლინის სატელევიზიო ანძა

Berlin TV Tower

ის 203 მეტრის სიმაღლისაა და ბერლინის ყველა უბნიდანაა შესაძლებელი მისი დანახვა. ანძას ადგილობრივები “ბერლინის ეიფელის კოშკსაც” უწიდებენ. მას ბევრი მნახველი ჰყავს და არც არის გასაკვირი, რადგან იქედან ქალაქი ხელის გულივით იშლება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე.

6. აუცილებლად ესტუმრეთ ბერლინის ბოტანიკურ ბაღს

Botanical Garden

თუ ბერლინს წელიწადის თბილ სეზონზე ესტუმრებით, აუცილებლად მოინახულეთ ბოტანიკური ბაღი. სწორედ გერმანიაშია ევროპის ეს ერთ-ერთი უძველესი ბაღი . აქ ნახავთ ათობით ათას ეგზოტიკურ მცენარესა და ყვავილს.

7. რეტრო-ავტომობილების მუზეუმი 

ეს მუზეუმი არც ერთ მამაკაცს არ დატოვებს გულგრილს, და არა მხოლოდ მამაკაცს, ქალბატონებიც ხსირად სტუმრობენ ამ ადგილს. აქ შეხხვდებით სხვადასხვა მარკის ძველ ავტომობილებს და ასევე ექსპერიმენტულ სუპერავტომობილებს.

8. უზარმაზარი აკვარიუმი AquaDom 

AquaDom berlin

ეს ცილინდრული ფორმის აკვარიუმი მდებარეობს Radisson SAS Berlin სასტუმროს ფოიეში. მისი მოცულობა 1.000.000 ლიტრია და ის სავსეა უამრავი ეგზოტიკური თევზებითა და წყალმცენარეებით. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, აქ შეგიძლიათ აკვალანგით იცურაოთ და ეს დიდ აღფრთოვანებას იქვევს მნახველებში.

9. შოპინგი ბერლინში

galeries lafayette berlin

შოპინგის მოყვარულებს არ უნდა დაავიწყდეთ რომ ბერლინში ეს სიამოვნებაც ხელმისაწვდომია მათთვის. აქ ბევრია პატარ-პატარა დიზაინერული მაღაზიები, ასევე შეხვდებით დიდ ბრენდებს, მაგრამ არ გაგიჭირდებათ ბიუჯეტურადაც რომ იშოპინგოთ. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ცენტრებს: KaDaWe, Postdamer Platz Arkaden, Galeries Lafayette, Departmentstore Quartier 206, Mall of Berlin, Designer Outlet Berlin Wustermark და სხვ.

10. გერმანული სამზარეულო

german cuisine

გერმანული სამზარეულო გამოირჩევა ხორციანი კერძების სიმრავლით, ასევე ლუდით, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია და მათი საყვარელი სასმელია. თუ გსურთ გემო გაუგოთ გერმანულ სამზარეულოს, აუცილებლად გასინჯეთ ვაისვურსტი (Weißwurst), რაც შეეხება ლუდს, თავად ბერლინელებს Berliner Kindl მოსწოთ. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines მომხმარებელს ზოგიერთ მიმარათულებაზე უბარგო ბილეთებსაც შესთავაზებს.
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტიდან კიდევ ერთი მიმართულება აღდგა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments