ავიაკომპანია Turkish Airlines – ი თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ფრენების სიხშირეებს ზრდის. იანვრიდან სტამბოლი – თბილისი – სტამბოლისა და სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები გაზრდილი სიხშირით შესრულდება.

თბილისის აეროპორტიდან და სტამბოლის მიმართულებით ფრენების რაოდენობა 2 იანვრიდან გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ მიმართულებაზე დაემატა 4 სიხშირე და ამიერიდან კვირაში 25 რეისი შესრულდება.

ბათუმსა და სტამბოლს შორის ფრენების რაოდენობა 8 იანვრიდან გაიზარდება და 1 აღნიშნულ მიმართულებას 1 რეისი დაემატება. ჯამში სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 რეისი შესრულდება.

აღნიშნული განრიგით Turkish Airlines – ი ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2022 წლის 26 მარტამდე გააგრძელებს ოპერირებას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიArmenia Aircompany ავიაკომპანია არმენია
შემდეგი სტატიაQatar Airways 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 25%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს
4.3 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments