Armenia Aircompany სომხური ავიაკომპანიაა, რომელიც 2015 წლის 25 ნოემბერს დაარსდა და ოპერირება 2016 წლის 21 აპრილიდან დაიწყო. მისი სათაო ოფისი ერევანში მდებარეობს, ბაზა კი ორ აეროპორტში, ზვართნოცისა და შირაქის საერთაშორისო აეროპორტებში აქვს.
ავიაკომპანია Armenia დღეისათვის საერთაშორისო ფრენებს 5 ქვეყნის მიმართულებით ასრულებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, ირანი, ისრაელი, ლიბანი, რუსეთი, ერაყი.
ავიაკომპანია არმენია ერევანი – თბილისი – ერავანის საჰაერო ხაზზე ოპერირებს. 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კი ავიაკომპანია ერევანსა და ბათუმს შორის ასრულებდა ჩარტერულ რეისებს.
Armenia Aircompany, ასევე, თბილისსა და მოსკოვს შორის ასრულებს ტრანზიტულ ფრენებს ერევანში 40 წუთიანი შეყოვნებით.
ავიაკომპანია არმენიას ფლოტი შემდეგი ხომალდებისგან შედგება: 2 Boeing 737-800’s, 1 Boeing 737-700 და 1 Boeing 737-500.
Armenia Aircompany გვთავაზობს როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასებს.
[…] Armenia Aircompany სახელს იცვლის და ამიერიდან ავიაკომპანიის ახალი სახელი Air Dilijans -ი იქნება. […]