საქართველოს მოქალაქეები თანდათან სულ უფრო მნიშვნელოვნად გრძნობენ იმას, თუ რას ნიშნავს ძლიერი პასპორტის ქონა. ევროკავშირის ქვეყნები უკვე ღიად და გულთბილად ხვდებიან უვიზოდ ჩასულ ქართველ ტურისტებს, რასაც ავია კომპანიებიც უწყობენ ხელს საკმაოდ გულუხვი და წამახალისებელი აქციებით.

უვიზო რეჟიმთან ერთად საქართველოს ავია სივრცეში თანდათანობით სულ უფრო მეტი ავია კომპანია შემოდის. ახალი რეისები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქვეყნების მიმართულებით თითქმის ყოველ სეზონზე მინიმუმ ორმაგდება. ასეთი წარმატებული და დინამიური განვითარების ფონზე, ავია კომპანიებს შორის კონკურენციაც რათქმაუნდა პროპორციულად საკმაოდ სწრაფად იზრდება.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, ქართველ ტურისტების განებივრება ამჯერად თურქეთის ავიახაზების მფლობელებს სურთ ყველაზე მეტად. ცნობილი ავია კომპანია ამჯერად საკმაოდ არაორდინალურ და ექსტრემალურად კარგ აქციებს სთავაზობს მოგზაურობის მსურველებს. როგორც მათ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იტყობინება, პოპულარულ ავია ხაზებს სურთ ტურისტები საკმაოდ ბევრ ცნობილ ლოკაციაზე გადააფრინონ გულუხვი ფასდაკლებით.

თურქეთის წამყვანი ავია კომპანია მომხმარებლებს მსოფლიოს შორეულ მხარეებში გასაფრენად 30–დან 50 პროცენტამდე ფასდაკლებას სთავაზობს. აღნიშნული აქცია იმოქმედებს იმ ავია ბილეთებზე, რომელსაც მომხმარებელი 5 მარტამდე დაჯავშნის. საგაზაფხულო სეზონის ასეთი მასშტაბური აქციით დაწყება მართლაც უდიდესი სტიმული იქნება ტურისტებისთვის, რათა მათ საკუთარი მოგზაურობა აღნიშნულ ავია კომპანიასთან ერთად დაგეგმონ.

ახალი აქცია მართლაც დიდ პროცენტულ ფასდაკლებას სთავაზობს ტურისტებს, თუმცა ასევე ამ აქციაში შემავალი ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავია. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული ფასდაკლებით გაფრინდეთ ისეთ ულამაზეს ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად ტოკიო, ბანგკოკი, შანხაი, მუმბაი და სხვა აზიის ულამაზესი ლოკაციები. ასევე შეგიძლიათ საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვასთან ერთად ამერიკის კონტინენტიც მოინახულოთ.

თბილისი ტოკიო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 აპრილი 20247 მაისი 20242 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 324 -დან

თურქეთის ავიახაზები მოგზაურებს აღნიშნული აქციის ფარგლებში ასევე სთავაზობს ფასდაკლებით გაფრენას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ ნიუ–იორკში 1350 ლარად, ხოლო ჩიკაგოში 1492 ლარად.

ყველაზე უკეთ ამ აქციის პირობებს Avia.Ge–ს საძიებო სისტემის წყალობით შეამოწმებთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმარტის იაფი ავიაბილეთები
შემდეგი სტატია7 რჩევა როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments