1. შეარჩიეთ მოქნილი გრაფიკი ბილეთის არჩევისას

ხშირად ადამიანები მხოლოდ ერთი კონკრეტული დღის ფასებს ამოწმებენ და ამ დღის ყველაზე იაფ ავიარეისზე ჯავშნიან ბილეთს. თუმცა, საკმაოდ მარტივად შეიძლება დაზოგოთ უფრო მეტი თანხა, თუკი სასურველი თარიღის წინ და უკან მდებარე დღეებსაც გადაამოწმებთ. ხშირად 1 დღის განსხვავებით არჩეული ბილეთის წყალობითაც კი საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვა შეგიძლიათ.

2. ნუ დააიგნორებთ არაორდინალურ დროს დანიშნულ რეისებს

თუკი თავს ძალას დაატანთ და ადრე, მაგალითად დილის 6 საათზე გაფრინდებით, ბევრად უფრო კარგ აქციებს გამოკრავთ ხელს. როგორც წესი ამ დროს ავია კომპანიები კლიენტების ნაკლებობას განიცდიან და უფრო იაფად ყიდიან ავია ბილეთებს.

3. დაგეგმეთ 2 თვით ადრე

როგორც წესი, ყველაზე დაბალ ფასად ავია ბილეთები გასაყიდად კონკრეტულ რეისამდე 2 თვით ადრე გამოაქვთ ავია კომპანიებს. შესაბამისად, კარგი იქნება თუ 50–60 დღით ადრე დაჯავშნით სასურველ რეისზე ბილეთებს.

4. გაფრინდით შუა კვირაში

ყველაზე მომგებიან ფასებში ავია ბილეთებს სამშაბათსა და ოთხშაბათს დანიშნულ ავია რეისებზე შეიძენთ. ყოველ შემთხვევაში უნდა ეცადოთ, რომ სასურველ ქალაქში პარასკევს უკვე ჩაფრენილი იყოთ.

5. ნუ აჰყვებით სეზონურ ტრენდებს

ყველაზე ძვირად ავია ბილეთები ცნობილი დღესასწაულების პერიოდებში იყიდება. ასევე ზაფხულისა და ზამთრის შუა თვეებში. შეარჩიეთ გაზაფხულის სეზონი თქვენი არდადეგებისთვის და ასევე დაჯავშნეთ ბილეთები მინიმუმ 1 კვირის დაშორებით უახლოესი დღესასწაულის თარიღიდან.

6. შეიძინეთ ბილეთები ორივე მიმართულებით ერთდროულად

ხშირად საკმაოდ მომგებიან ფასად შეიძენთ ავიაბილეთებს, თუკი გაფრენისა და ჩამოფრენის რეისებზე ერთდროულად დაჯავშნით მათ. ასეთ დროს ზოგიერთ ავია კომპანიას საკმაოდ მომგებიანი აქციები აქვს.

7. გამოიყენეთ მოხერხებული საძიებო სისტემები

ყველაზე მარტივად იაფ ავია ბილეთებს მაგალითად Avia.Ge–ს საძიებო სისტემის გამოყენებით იპოვით. მოხერხებული ინტერფეისის წყალობით თქვენ რამდენიმე წუთში, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ აღმოაჩინოთ ყველაზე მისაღები და დაბალფასიანი რეისებისა და ავია ბილეთების სია.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდიდი ფასდაკლება თურქეთის ავიახაზებზე
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბერლინის მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments