სომხეთის ხელისუფლება და Turkish Airlines -ი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც შესაძლოა რეგიონისთვის რევოლუციური აღმოჩნდეს. საუბარია ერევნის აეროპორტის გამოყენებაზე ავიაკომპანიის სტრატეგიულ პლატფორმად, საიდანაც პირდაპირი რეისები შესრულდება ამერიკისა და ევროპის მიმართულებით.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი ერევნიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებაა. კალიფორნიაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორისთვის ეს გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად აშშ-ში მოგზაურობა მხოლოდ ხანგრძლივი ტრანზიტებითაა შესაძლებელი.
ერევანი, ამ გადაწყვიტელით, შესაძლოა რეგიონის უმნიშვნელოვანესი საავიაციო ჰაბი გახდეს.
რატომ არის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო?
როგორც წესი, Turkish Airlines -ი ყველა რეისს საკუთარი მთავარი ჰაბის — სტამბოლის გავლით ახორციელებს. ერევნიდან პირდაპირი რეისების დაშვება ნიშნავს, რომ ავიაკომპანია სომხეთის დედაქალაქს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ გაამარტივებს გადაადგილებას, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე საკმაოდ მიმზიდველია ქართველი მოგზაურებისთვისაც. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისიდან ერევნამდე მგზავრობა სულ რაღაც რამდენიმე საათს იკავებს, Turkish Airlines-ის პირდაპირი რეისები ლოს-ანჯელესის მიმართულებით კიდევ ერთ კომფორტულ, და რაც მთავარია, ალტერნატიულ გზას გააჩენს აშშ- ში მოსახვედრად.
თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ დაიწყოს პირდაპირი ფრენები ერევანსა და ლოს-ანჯელესს შორის და ისარგებლებდით თუ არა ამ რეისით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ნებისმიერი მიმართულებით ავიაბილეთების დასაჯავშნად კი დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907









